სიახლეები

    • VIII კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე
      • VIII კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე

      • 19.05.2025 11:04
      • ✅ მერვე კლასის მოსწავლეებმა წარმადგინეს პროექტი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კონტინენტის გეოგრაფიულ თავისებურებებსა და თანამედროვე გამოწვევებს. 📝პრეზენტაციაში განხილული იყო ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი შედარება სხვა კონტინენტებთან, რაც მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეაზრათ ევროპის გლობალური მნიშვნელობა. 🇪🇺მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ევროკავშირის განხილვას – მისი ფუნქციების, მიზნებისა და უპირატესობების გაანალიზებას. მოსწავლეებმა გამოავლინეს კრიტიკული აზროვნების უნარი და აქტიურად იმსჯელეს ორგანიზაციის გავლენაზე როგორც ევროპის შიგნით, ასევე გლობალურ დონეზე.
        💻პროექტმა წვლილი შეიტანა მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში.
      • 👨‍🏫მასწავლებელი: ალექსანდრე ფირუზაშვილი

      • უკან არტიკლების სიაში