სიახლეები
VI კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება
- 15.02.2022 13:19
VI კლასის მოსწავლეებმა საგანში „ჩვენი საქართველო“ წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე "მეურნეობა და ტურიზმი აფხაზეთში."
მოსწავლეებმა გაკვეთილებზე მიღებული ინფორმაციით და მოძიებული მასალით გამოიკვლიეს რა სამეურნეო დარგები არსებობს აფხაზეთში და როგორია ამ საქმიანობის მასშტაბები, ასევე შეაფასეს აფხაზური ტურიზმის პოტენციალი.
მოიძიეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე ღირსშესანიშნაობები, შეაფასეს გეოგრაფიული და კლიმატური პირობები.
მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ფაქტობრივი ცოდნა, ინფორმაციის მოძიების, დამუშავების და პრეზენტაციის უნარები
პედაგოგი: აკაკი სტურუა
- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები