სიახლეები
თვითმმართველობის არჩევნები
- 07.11.2022 12:15
სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა,მოსწავლეთა თვითმმართველობის
თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ X კლასის მოსწავლე ნიცა ვარამაშვილი და XI კლასის მოსწავლე ირაკლი კალანდაძე.
სკოლის თვითმმართველობას ახალი თავჯდომარე ჰყავს, მოსწავლეთა არჩევანით 2022-2023 სასწავლო წელს სკოლის თვითმმართველობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით XI კლასის მოსწავლე ირაკლი კალანდაძე დასახელდა.

ვულოცავთ ირაკლის თვითმმართველობის თავჯდომარეობას! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.- უკან არტიკლების სიაში
ახლახან შექმნილი სტატიები