სიახლეები
ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
- 15.11.2024 13:07
- სტრიდ ლინდგრენი.
V კლასის მოსწავლეებმა ,ყველასათვის საყვარელი მწერლის დაბადების დღე აღნიშნეს:
მოიძიეს ბიოგრაფიული ცნობები მწერლის შესახებ, გააკეთეს პოსტერი და კლასში პრეზენტაცია გამართეს.
IV კლასის მოსწავლეებმა ასტრიდის მოთხრობა"დეტექტივი კალე ბლუმკვისტი"კლასში წაიკითხეს და 13 წლის დეტექტივის თავგადასავალში "იმოგზაურეს".
- მეტი
პრეზენტაციები ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მექანიზმებზე
- 15.11.2024 13:04
ადამიანის უფლებები ის ძირითადი სტანდარტებია, რომელიც საზოგადოებისთვის ღირსეული და დაცული ცხოვრების გარანტიას ქმნის.
IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ადამიანის უფლებების დაცვის შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მექანიზმებზე;
მოსწავლეები გაეცნენ და დაამუშავეს საკითხები:
საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია;
საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი;
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
სეგრეგაცია;
საქართველოს სასამართლო სისტემის, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ფუნქციები და სხვა;
სწორად გაცნობიერებული უფლებები და ვალდებულებები გვაძლევს ჯანსაღ სამოქალაქო საზოგადებას.
- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე -"ჰობი და ინტერესები"
- 15.11.2024 13:00
- IV კლასი
სადამრიგებლო საათი-"ჰობი და ინტერესები"
მოსწავლეებმა კლასის საათზე ისაუბრეს თუ რას ნიშნავს ჰობი და ინტერესები. ჩამოთვალეს რა არის მათი ჰობი.
იმსჯელეს ინტერესების შესახებ რა დროს უთმობენ მას და რა მნიშვნელოვანია როგორ დაეხმარებათ მომავალში პროფესიების შერჩევისა.
.დაფიქრდნენ კიდეც, რომ ამდენი რამ ერთმანეთის შესახებ არც კი იცოდნენ.
- მეტი
ქართველი მწერლები
- 15.11.2024 12:47
IV კლასი - ქართველი მწერლები
გიორგი ლეონიძის ლექსის ,,წარწერა ქართველ მწერალთა სურათებზე” შესწავლის შემდეგ მოსწავლეებმა ინტერნეტში მოიძიეს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სურათები და ამობეჭდეს;
შექმნეს საკლასო თვალსაჩინოების პლაკატი; თითოეულ სურათს მიუწერეს წინასწარ შერჩეული ტექსტი (საგაკვეთილო ლექსიდან), ლამაზად გააფორმეს და შეურჩიეს სახელწოდება.
- მეტი
ინოვაციური პროექტი ინგლისურ ენაში ,Role Play’’ თემაზე ,,Talk Show’’
- 15.11.2024 12:44
XI კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალების ფარგლებში შესრულებული ,,Role Play’’ თემაზე ,,Talk Show’’ იყო ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოთხივე უნარის: მოსმენის, საუბრის, კითხვის და წერით უნარების ინტეგრაციას.
პროექტის განმავლობაში, თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინა შესანიშნავი უნარი, გააზრებულად და ნათლად გამოეხატა საკუთარი აზრები.
როლური თამაშის დროს მოსწავლეებმა თანასწორობით და კონსტრუქციული მიდგომით იმუშავეს, რაც ნათლად აჩვენებს მათ შორის არსებული თანამშრომლობის ხარისხს.
დავალების პროცესში მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ენის სტრუქტურების და ლექსიკის მრავალფეროვნების გამოყენება რეალურ სიტუაციებში.
- მეტი