სიახლეები
სტუმრად ხელოვნების სასახლეში
- 01.11.2024 13:07
პირველ კლასელები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ.
დაათვალიერეს სასახლე და მასში განთავსებული
უამრავი ძვირფასი ნივთი.
მოისმინეს პრეზენტაცია მარიონეტების შესახებ და დაამზადეს საკუთარი მარიონეტი - “პინოქიო”.
პირველმა გასვლითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეები ბედნიერი ემოციებით სავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 01.11.2024 08:11
I კლასი
ინგლისური ენის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს თემაზე- ,,Be nice"
მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა სიტუაციები და მონიშნეს რომელი მათგანი იყო სწორი/არასწორი.
დაამზადეს თითის მინიატურული პერსონაჟები (Finger puppets) და გაითამაშეს მცირე სცენები.
აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწორად შეაფასონ ყოველდღიური ქცევები და გაიუმჯობესონ უცხო ენაზე სასაუბრო უნარები.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 31.10.2024 12:09
II კლასი
აქტივობის ბარათები კითხვისა და წერის სწავლებისათვის
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმუშავეს ზემოთ აღნიშნულ ბარათებზე, რომლებიც ავითარებს შემდეგ უნარებს:
ფონოლოგიურს;
ლექსიკურ მარაგს;
წერას;
კითხვას;
გრამატიკას;
გაგება-გააზრებას.
- მეტი
X კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე
- 30.10.2024 08:07
X კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე შეასრულეს შემაჯამებელი დავალება თემაზე: “მსოფლიო ქვეყნების დემოგრაფიული მდგომარეობის ანალიზი სქესობრივ ასაკობრივი პირამიდის გამოყენებით”.
დაახასიათეს ქვეყნების მდებარეობა,
კლიმატი,
დემოგრაფიული მდგომარეობა,
იმსჯელეს რა როლი აქვს ქვეყნის განვითარებისთვის მოსახლეობის რაოდენობას და სქესობრივ ასაკობრივ განაწილებას.
- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: "ემოციების კონტროლი"
- 29.10.2024 13:02
II კლასი
სადამრიგებლო საათი - ემოციების კონტროლი
ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, საკუთარი თავებისთვის სხვა კუთხით შეხედვა და კიდევ ერთხელ იმის გააზრება, რომ თავად ფლობენ ყველა “ღილაკს”.
განვიხილეთ, რომ ემოციის მართვა არ ნიშნავს ემოციის არგამოხატვას, მის დათრგუნვას, ან პირიქით, უკონტროლობას. ემოცია არის ჩვენი კომპასი და ის გვეხმარება ჩვენი საზღვრების დაცვაში და ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე, ცხოვრებაში ორიენტაციაში.
თითოეული საკითხის დეტალურად ჩაშლის შემდეგ, ვისაუბრეთ კონკრეტულად რომელს რისი კოტროლი უჭირს ყველაზე მეტად და, რა თქმა უნდა, მოგვარების გზებიც განვიხილეთ.
აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, ის ბავშვები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი ემოციები, მეტად თავდაჯერებულები არიან და უადვილდებათ აკადემიური წარმატების მიღწევა.
- მეტი