სიახლეები
VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
- 17.11.2023 09:30
VI კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაცია, ბუნების-სამყაროს შესწავლის მეთოდებზე: რა არის მეცნიერება, დაკვირვება, ცდა და ექსპერიმენტი,გაზომვა, ინფორმაციის დამუშავება და მოდელირება.
- მეტი
შეხვედრების ციკლი თემაზე - "ვინ ვარ მე?"
- 16.11.2023 08:04
გრძელდება შეხვედრები ქალბატონ ნინოსთანNino Dzotsenidze
დღეს საუბრის თემა იყო: ტოქსიკური ურთიერთობები.
შეხვედრაზე განიხილეს ტოქსიკური ურთიერთიბების შედეგები და მსგავსი ურთიერთობების არსებობისას ქცევის სტრატეგიები.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 15.11.2023 10:17
I კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე შეისწავლეს ნატურალური რიცხვები 1-დან 5-ის ჩათვლით.
გააფერადეს საგნები და შეუსაბამეს რაოდენობის აღმნიშვნელი რიცხვი.
აქტივობის მიზანია:
განუვითარდეთ ნატიფი მოტორიკა;
განუვითარდეთ საგნების თვლის უნარი;
შეძლონ ერთგვაროვან საგანთა რაოდენობის დასახელება
- მეტი
VII კლასის მოსწავლეების ლაბორატორიული სამუშაო
- 15.11.2023 08:56
ლაბორატორიული სამუშაო ეხმარება მოსწავლეს უკეთ გაიგოს მოვლენის არსი;
VII კლასის მოსწავლეებმა თავად დაგეგმეს ცდა, თუ როგორ განსაზღვრონ სხეულის სიმკვრივე.
ამისათვის გამოიყენეს სასწორი, მენზურა და ფორმულა, რომელიც ისწავლეს.
გაზომვებისა და გამოთვლების შედეგები შეიტანეს ცხრილში და დაადგინეს ქვის , პლასტილინის სიმკვრივე.
ასევე შეძლეს დაემზადებინათ მრავალშრიანი კოქტეილი.
მათ უკვე იციან თუ რა კავშირია ნივთიერების აგებულებასა და მის სიმკვრივეს შორის;
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
- 15.11.2023 08:43
V კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე ჩაატარეს ცდა-ექსპერიმენტი თემაზე: თუ როგორ უნდა გავზომოთ სხეულის მასა -m, მოცულობა - v და სიმკვრივე - p.
ექსპერიმენტი მოსწავლეებს დაეხმარა, უფორმო სხეულის მოცულობის დადგენაში, რადგან სხეულის სიმკვრივის გამოთვლისას საჭიროა, სხეულის მასისა და მოცულობის სიდიდეების გაზომვა.
- მეტი