სიახლეები
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
- 15.11.2023 08:37
- IV კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე განიხილეს ზღაპარი ,,Snow white and the seven dwarfs ".
მოსწავლეებმა შეისწავლეს უცხო სიტყვები და მოამზადეს პრეზენტაცია (ავტორი, მოკლე შინაარსი, პერსონაჟების აღწერა) და ნახეს ეკრანიზაცია
- მეტი
14 ნოემბერი ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღეა.
- 14.11.2023 13:22
14 ნოემბერი ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენის დაბადების დღეა.
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა კითხვის საათზე ყველასათვის საყვარელი მწერალი ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა "ემილის თავგადასავალი" წაიკითხეს და იმოგზაურეს მის თავგადასავლებით სავსე სამყაროში.
- მეტი
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 14.11.2023 13:11
V კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები "იავნანამ რა ჰქმნა?!."
მოსწავლეებმა შეადგინეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი და ცალკეული თემების გეგმა.
დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები მოთხრობიდან.
- მეტი
III და IV კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 14.11.2023 10:39
III და IV კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე დახატეს ნახატი, საკუთარი ინტერპრეტაციით.
შემდეგ ეს ნახატი დაშალეს და აქციეს ფაზლებად.
ამ იდეით მათ შეისწავლეს ფაზლის კეთება, რაც მათთვის ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
- მეტი
VII კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 14.11.2023 10:37
VII კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე შეისწავლეს პაპიე-მაშეს ტექნიკით მუშაობა.
Დაამზადეს ნიღბები, შემდეგ შეღებეს და მოხატეს.
- მეტი