მთავარი გვერდი

      • ჩვენი სკოლა იყენებს EduPage სკოლის საინფორმაციო სისტემას. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი ანგარიშით, რათა ნახოთ ნიშნები, თქვენი ცხრილი, მიმდინარე ჩანაცვლებები, შეამოწმოთ თქვენი საშინაო დავალება და დღიური გეგმა შემდეგი დღისთვის.
          • კიდევ ერთი წარმატების გაზიარება გვსურს!
          • კიდევ ერთი წარმატების გაზიარება გვსურს!

          • 08.06.2026 13:08

          • ✅კიდევ ერთი წარმატების გაზიარება გვსურს! ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლე, ანა ანდღულაძე სწავლას ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესსკოლაში — ESCP Business School-ში, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამაზე გააგრძელებს!
            📖განსაკუთრებით საამაყოა ის ფაქტი, რომ ანამ მოიპოვა — 26,037 ევროს ოდენობის დაფინანსება და თავის სტუდენტურ ცხოვრებას დიდი ბრიტანეთში, ლონდონის კამპუსში დაიწყებს!🇬🇧🇬🇧
            🎓ESCP Business School მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და წამყვანი ბიზნესსკოლაა, რომლის კურსდამთავრებულებიც გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ლიდერებად გვევლინებიან. 💫ანას ეს გამარჯვება მისი დაუღალავი შრომის, ნიჭისა და მიზანდასახულობის დამსახურებაა.
            🫶🏻სკოლა „ერუდიტი“ ულოცავს ანა ანდღულაძეს ამ ბრწყინვალე მიღწევას!
             
          • მეტი
          • ჩვენი მეთორმეტეკლასელის დიდი წარმატება!
          • ჩვენი მეთორმეტეკლასელის დიდი წარმატება!

          • 08.06.2026 13:05
          • ✅ სიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ სკოლა „ერუდიტის“ XII კლასის მოსწავლე, მარიამ მალაციძე, ესპანეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში — UCAM Universidad Católica de Murcia-ში ჩაირიცხა!
            მარიამი სწავლას ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელებს. 🎓 სკოლა „ერუდიტი“ ამაყობს თავისი მოსწავლის მიღწევით და მარიამს წარმატებულ სტუდენტობას, დასახული მიზნების მიღწევასა და საინტერესო პროფესიულ გზას უსურვებს! ✨
             
          • მეტი
          • „რა? სად? როდის?“ - ფინალი.
          • „რა? სად? როდის?“ - ფინალი.

          • 08.06.2026 12:49

          • 🦉🦉🔍საინტერესო შეკითხვები, წამზომის ხმა და დაძაბული წუთები - ასეთი იყო „რა? სად? როდის?“ ფინალი. ‼️
            ✅ ფინალური ეტაპი ემოციური და დაძაბული აღმოჩნდა, სადაც გუნდებს შორის ქულების სხვაობა მინიმალური იყო.
            🔎🦉👏საბოლოოდ, გამარჯვებულის ტიტული და დამსახურებული 🦉„ბუ“ XI კლასის გუნდმა მოიპოვა!❗️👏
            ✅ვულოცავთ მეთერთმეტეკლასელებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
            🙌💫მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს საინტერესო თამაშისთვის.
            🙏🙌განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ღონისძიების მთავარ ორგანიზატორებს: 🔖სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტს - გივიკო ლეფსვერიძეს და თვითმმართველობის წევრებს - 💻📜ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების უნაკლოდ მართვისთვის;
          • მეტი
          • ჯანმრთელობის მსოფლიო დღე !
          • ჯანმრთელობის მსოფლიო დღე !

          • 08.06.2026 12:42
          • ✅ვაგრძელებთ ჩვეულ ტრადიციას და მშობლებთან თანამშრომლობის მიზნით, 🎓🎓მათ აქტიურად ვრთავთ სასწავლო პროცესში მასწავლებელთა მოკავშირეებად. ‼️ჩვენ ერთად ვემსახურებით საერთო მიზანს.
            ✅🗓️დღეს სკოლა „ერუდიტში“ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
            🩺🏥ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად მოსწავლეებს ესტუმრა ჩვენი სკოლის მშობელი, 🥼🩺ექიმი თერაპევტი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. ✍🏻თავდაცვის ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ქალბატონი ნანა კინწურაშვილი, რომელმაც საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გაუზიარა მათ.
            👩‍⚕️🥼შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა პირველადი დახმარების შესახებ, გაეცნენ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში სწორად მოქმედების წესებსა და პრიორიტეტებს, ისწავლეს, 📑🩻როგორ შეიძლება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მარტივი, მაგრამ დროული რეაგირებით.
            ✅შეხვედრა იყო ინტერაქციული - სტუმარმა პრაქტიკულად აჩვენა პირველი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ⛑️რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებში.
            🩻📑‼️მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოზარდებში პასუხისმგებლობის, ყურადღებისა და ჰუმანური ღირებულებების ჩამოყალიბებას.
             
          • მეტი
          • „რა? სად? როდის?“
          • „რა? სად? როდის?“

          • 08.06.2026 12:37
          • ✅ სკოლა „ერუდიტის“ მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებულ შემეცნებით და ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“. 🦉🦉
            🎓🎓ღონისძიებაში სკოლა წარმოდგენილი იყო ორი გუნდით.
            🧑‍🎓👩‍🎓👨‍🎓მოსწავლეებმა გამოავლინეს მაღალი ცოდნა, ლოგიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი. 📝მათი გამოსვლა გამოირჩეოდა ორგანიზებულობითა და მაღალი ჩართულობით.💚💛
            👏!
          • მეტი
    • პარტნიორები

      • Naec.ge
      • Nea.ge
      • https://mes.gov.ge/
      • http://www.tpdc.ge/geo/
    • ანგარიშში შესვლა

    • ზარის დროები

      ხუთშაბათი 16/07/2026
    • კალენდარი

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
    • ფოტო გალერეა

      • ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად