მთავარი გვერდი
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული
- 13.11.2025 08:47
Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე I, II და III კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ისაუბრეს მწერლის მოღვაწეობაზე.
შექმნეს ქართული მწერლობის მხატვრული ვერსია "კალიგრაფია" 
საკუთარი წარმოსახვით მოხატეს ანბანის ფერადოვანი ასოები..- მეტი
24 ოქტომბერი გაეროს საერთაშორისო დღეა.
- 13.11.2025 08:41
- 24 ოქტომბერი გაეროს საერთაშორისო დღეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია შემდეგ თემებზე
მშვიდობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ადამიანის უფლებები.
ჰუმანიტარული დახმარება.
მდგარადი განვითარების მიზნები.
გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები.
ეკონომიკური და სოციალური თანამშრომლობა.
საერთაშორისო სამართალი.
ღონისძიებას ჰქონდა საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში გაეროს მნიშვნელობის გააზრება და გლობალური თემების პოპულარიზაცია.
- მეტი
ანბანის შემობრძანება I კლასში
- 13.11.2025 08:38
ანბანის შემობრძანება I კლასში
ვზეიმობთ პირველი ასო-ბგერების სწავლასა და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
პირველკლასელები შეხვედნენ ,,საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის” წევრებს და ჩაერთვნენ ანბანის პროგრამაში.
მოსწავლეებმა ასო-ბგერები მოხატეს ქვიშასა და ცვილზე; დაბეჭდეს საბეჭდ მანქანაზე; მოისმინეს იაკობის შესახებ საინტერესო ისტორიები; დაათვალიერეს მინიატურული წიგნები; გაიგეს უცნაური დამწერლობების შესახებ.
მოსწავლეებმა მიიღეს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 13.11.2025 08:34
- დიახ, დღეებს ვითვლით ანბანის შემობრძანებამდე! 
მაშ ასე, ანბანის გვირგვინები და ჩვენი პირველკლასელი გვირგვინოსნები

- მეტი
სადამრიგებლო საათი თემზე: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება
- 13.11.2025 08:31
თუ გინდათ, რომ გაკვეთილებს შორის, შესვენებაც ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გაიმეორეთ ის ,,ენერჯაიზერები”, რომელთაც III კლასის მოსწავლეები გიზიარებენ: 
,,დიახ ან არა” - მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს, მოსწავლეები ,,დიახ” - ხელის აწევით, ,,არა” - ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.
მიზანი: მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
,,სიმართლე თუ ტყუილი” - თითოეული მოსწავლე ჰყვება საკუთარ თავზე ამბავს, დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, სიმართლეა თუ ტყუილი.
მიზანი: გუნდური ატმოსფეროსა და ურთიერთგაგების ამაღლება.
,,დაიჭირე ემოცია” - მასწავლებელი ამბობს ემოციას, რომელიც მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ.
მიზანი: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება.
- მეტი
ზარის დროები
ხუთშაბათი 16/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად