სიახლეები
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 27.01.2025 10:07
I კლასის მოსწავლეები მაგიური ძალებით და სიმღერებით შეისწავლიან ანბანს.
♫⋆。♪ ₊˚♬ ゚. ,,Alphabet soup" ეხმარება მათ, სიმღერით და ხალისით გამოიმუშაონ უცხო ენის შესწავლისთვის საჭირო უნარები.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 27.01.2025 07:20
II კლასის სტუმრობა მოზარდმაყურებელთა თეატრში
მოსწავლეებმა ნახეს მიუზიკლი ,,ურჩხული და ლამაზმანი”.
გასვლითი ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეების დაახლოება თეატრალურ ხელოვნებასთან, სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნება და ნათელი შთაბეჭდილებებით ავსება.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 24.01.2025 13:09
პირველი კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ჯადოსნურ მიუზიკლს “ურჩხული და ლამაზმანი”.
მრავალფეროვანი მუსიკითა და ვიზუალური ეფექტებით გაფორმებულმა სპექტაკლმა მოსწავლეებში აღფრთოვანება გამოიწვია.
ბავშვებმა მხიარული ფოტოსესიაც მოაწყვეს “არტოს ბაღში”.
სკოლაში დაბრუნებულებმა გააზიარეს ემოციები და შთაბეჭდილებები. იმსჯელეს რა მოეწონათ და დაამახსოვრდათ ყველაზე მეტად.
- მეტი
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 24.01.2025 13:04
- V კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს და შეაჯამეს აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი"
იმუშავეს და შეადგინეს ნაწარმოების გეგმა.
დაწერეს თხზულება.
მოსწავლეებმა თხზულების დასაწერად გამოიყენეს ისეთი სიტყვები რომელიც ტექსტში არ იყო მოცემული.
უყურეს მხატვრულ ფილმს "აკაკის აკვანი",იმსჯელეს კლასში თუ რატომ დაარქვეს ფილმს "აკაკის აკვანი" და რომელი ეპიზოდებია შესული სახელმძღვანელოდან.
დაბოლოს,დაწერეს თავიანთი თავგადასავალი (საინტერესო ამბავი,რომელიც ბავშვობაში გადახდათ და ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ)
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 20.01.2025 13:39
პირველ კლასელებმა გაიხსენეს პირველ სემესტრში შესწავლილი ასო-ბგერები.
მოიფიქრეს სიტყვები. დამარცვლეს და შემოხაზეს ხმოვანი ასოები. მათ უკვე შეუძლიათ სიტყვის დაშლა მარტივ ფონეტიკურ ერთეულებად. ( მარცვლები, ასო-ბგერები, მათი რაოდენობის განსაზღვრა სიტყვებში).
საგანი: ქართული ენა
- მეტი