სიახლეები

        • წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

        • 07.02.2025 10:54
        • "იკითხე ხმამაღლა ,შეცვალე მსოფლიო!"🌎💥💢🗯
          მეექვსე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი" მიძღვნილ კვირეულში.
          📌ხმამაღლა წაიკითხეს ეზოპეს დიდი სიბრძნის პატარა იგავები.
          📌მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
           
        • მეტი
        • X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 06.02.2025 12:29
        • ✅X კლასში უკვე კლასიკური ელექტროდინამიკის საფუძვლების შესწავლა დავიწყეთ; 📍ელექტრულ მუხტებს შორის ურთიერთქმედებასა და ელექტრული ველის ზემოქმედებას ჩვენ მარტივი წრედის საშუალებით დავაკვირდით; 📝მოსწავლეებმა დახაზეს ელექტრული სქემები და 📌შესაბამისი სქემები ააწყვეს ელექტრული ხელსაწყოების საშუალებით.
          საგანი: ფიზიკა
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 06.02.2025 12:16
        • მეხუთე კლასი💢⚘️
          საგანი ქართული ენა და ლიტერატურა🗯
          🪄მოსწავლეები გაეცნენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობას "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს"და ლექსს"მტრის ძლევას".
          🪄იმსჯელეს და ისაუბრეს ვაჟკაცობაზე.ზოგს რომ ვაჟკაცობა სხვისი დაჩაგვრა ჰგონია.. .დადებითად შეაფასეს ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის საქციელი.
          🪄დაბოლოს მოიძიეს და შეადგინეს პოსტერი.ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ.
          🪄გაკვეთილის მიზანია:მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ,ახსნა და შეფასება.
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 03.02.2025 08:20
        • ❓რა გასაჭირში შეიძლება აღმოჩნდნენ ასოები❓
          🎓 მეორეკლასელებმა, ლექსის ,,ასოების გასაჭირი” გაცნობის შემდეგ, მოირგეს ასოების როლები და წარმოიდგინეს, როგორ გადმოსცემდნენ ამბავს, მათ რომ საუბარი შეეძლოთ.
          📚 ბავშვებს უყვართ სახალისო ისტორიების გამოგონება, მათზე საუბარი და მსჯელობა, რომელიც წარმოსახვის უნარის განვითარების ხელშეწყობაა.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 31.01.2025 09:37
        • IV კლასი
          📚 ქართული ენა და ლიტერატურა
          ✏️ მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,ზამთრის ზღაპარი”.
          📝 შეასრულეს ჯგუფური სამუშაო - მელიას პირით გადმოსცეს მთავარი ამბავი, მისი განცდები, ფიქრები…
          ✨ აქტივობა ხელს უწყობს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ჯგუფური მუშაობა კი სწავლების ეფექტური სტრატეგიაა, რომელიც მოსწავლეთა შორის თანამშრომლობასა და სოციალიზაციას ზრდის.
           
        • მეტი