სიახლეები

        • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 17.02.2025 11:07
        • ინგლისური ენა
          III კლასი
          თემა: "What can Robbie do?"🦾🦿🤖
          🤖მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალის მიხედვით ისაუბრეს რობოტზე, რომელსაც ბევრი რამის კეთება შეუძლია.
          🤖თემის უკეთ შესასწავლად, მოსწავლეებმა თავად შეადგინეს სასურველი რობოტის პროტოტიპი.
          🤖გამოიყენეს თემაში მოცემული ფრაზები, სიტყვები და წინადადებების სტრუქტურები.
          F U N F A C T :
          პრეზენტაციის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ რობოტის ყველაზე მოთხოვნადი ფუნქცია იყო, დავალებების შესრულება 🤭🫢🫣😎
          ❓️❓️❓️თქვენ რა ფუნციებს ისურვებდით თქვენი რობოტისთვის?
           
        • მეტი
        • ინტეგრირებული გაკვეთილი მე და საზოგადოებასა და მათემატიკაში.
        • ინტეგრირებული გაკვეთილი მე და საზოგადოებასა და მათემატიკაში.

        • 17.02.2025 11:04
        • 🖇️III კლასში ჩატარდა ინტეგრირებული გაკვეთილი მე და საზოგადოებასა და მათემატიკაში. 📚
          📌დაწყებით საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხები მოიცავს თემებს: ფული, დაზოგვა, ხარჯი და ბიუჯეტი. 💰
          📌აღნიშნული თემების შესწავლისას ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა: 📎გადაწყვეტილების მიღება, 📎მიზნების შესაბამისად რაციონალური მოქმედება, 📎რესურსების სწორად დაგეგმვა, 📎ხარჯვა და დაზოგვა.📚
          📌გაკვეთილი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:
          📍პრეზენტაცია;
          📍კითხვა- პასუხი;
          📍სიტუაციური მაგალითების განხილვა;
          📍ცნებების განმარტება;
          📍ჯგუფური მუშაობა;
          📍პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა; ( “ოჯახის ბიუჯეტი”)

           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 17.02.2025 11:01
        • II კლასის მოსწავლეებმა განვლილი მასალის შესაჯამებლად სახალისო მეთოდს მიმართეს.
          მათ უკვე შეუძლიათ ინგლისურ ენაზე დაასახელონ და ისაუბრონ სხვადასხვა თებებზე, როგორებიცაა:
          🧸სათამაშოები
          🍭საკვები
          👨‍👩‍👧‍👦ოჯახი
          🫂მეგობრები
          📍ყველა ამ თემის გათვალისწინებით, მათ დაამზადეს წიგნი - ,,My book".
          📍დახატეს, დაწერეს და მეგობრებს წარუდგინეს.
          მოცემული აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს:
          📌შეაჯამონ და გაიხსენონ განვლილი მასალა,
          📌იყვნენ შემოქმედებითები და კრეატიულები
          📌განივითარონ წერითი, სასაუბრო და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარები.
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე

        • 17.02.2025 11:00
        • მეხუთე კლასი🌴💥⚘️
          საგანი : სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება🤍🌿🪴🌹
          მოსწავლეებმა შეისწავლეს მე-16 საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის პიტერ ბრეიგელის ბიოგრაფია. გაეცნენ მისი შემოქმედებიდან "ასი ნიდერლანდურ ანდაზას".
          რომელიც ბევრ ამბავს "გვიამბობს".🍂🌺🌻⚘️
          💬მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გაეხსენებინათ ქართული ანდაზები და ბრეიგელის მსგავსად შეექმნათ ნახატები💫🗯💥🪴🌿
          გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახდა.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

        • 17.02.2025 10:58
        • ინგლისური ენა
          IV კლასი
          თემა: Food
          🍽მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ საყვარელ კერძებზე, შეისწავლეს სიტყვები და ფრაზები.
          👨‍🍳როდესაც საქმე მიდგა კერძების მზადებაზე, თუ რისი მზადება შეეძლოთ დამოუკიდებლად, გაჩნდა იდეა- შეექმნათ ვიდეო რეცეპტი.
          🎬მოსწავლეებმა აარჩიეს მათთვის სასურველი კერძები, ჩაწერეს ვიდეოები, სადაც დეტალურად ისაუბრეს ინგრედიენტებზე და მათ მომზადებაზე.
          📽მოეწყო პრეზენტაცია.
          მოსწავლეებმა დასვეს კითხვები და სახალისო თამაშით შეაჯამეს თემა.
           
        • მეტი