სიახლეები
კონკურსი "Spelling Bee"
- 17.12.2024 11:56
- III კლასის მოსწავლეებს უკვე აქვთ შარშანდელი წლის გამოცდილება და მეტად თავდაჯერებულად, რთული სიტყვებით შეეჭიდნენ გამოწვევებს დამაცვლის კონკურსში - "Spelling Bee"
კონკურსი 3 ეტაპად წარიმართა.
მოსწავლეებმა თითოეულ რაუნდში თავი ამაყად და დამაჯერებლად წარადგინეს.
მონაწილეებს გადაეცათ პერსონალური სერთიფიკატები და სიმბოლური პრიზები.
- მეტი
კონკურსი "Spelling Bee"
- 17.12.2024 07:28
- დამაცვლის კონკურსის ,,Spelling Bee" საკულმინაციო ეტაპის მონაწილეები, IV კლასის მოსწავლეები გახლავთ.
მოსწავლეებმა საკუთარ შესაძლებლობებსაც კი გადააჭარბეს და თავი სხვადასხვა სირთულის დავალებებს წარმატებით გაართვეს.
პროექტის დასასრულს, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მონაწილეებთან ერთად, გაიზიარეს საკუთარი შრომის შედეგად მიღებული ემოციები.
პროექტის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა პერსონალური სერთიფიკატებით.
- მეტი
კონკურსი "Spelling Bee"
- 17.12.2024 07:25
- ჩვენს სკოლაში დამაცვლის კონკურსი ,,Spelling Bee " უკვე ტრადიციად იქცა
II კლასის მოსწავლეები კონკურსის საშუალებით იუმჯობესებენ უცხო ენის შესწავლისთვის საჭირო უნარებს.
პროექტის თითოეულმა მოსწავლემ მიიღო პერსონალური სერთიფიკატი, დამსახურებული ოვაციები და დიდი გამოცდილება
- მეტი
III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 16.12.2024 08:31
III კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები ამოხსნეს. "რამდენი ლარი გქონდა?" "რამდენი ლარი დაგრჩა?" " რა ღირებულების ნივთი შეიძინე?" - კითხვებზე პასუხის გასაცემად შეძლეს უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და ამოხსნა. მიღებული პასუხი კი ეროვნული ფულის მოდელებით - ბანკნოტებით წარმოადგინეს.
მოცემული დავალება ჯგუფებში შეასრულეს
აქტივობის მიზანია:
შეძლონ უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად;
მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება;
მოსწავლეთა შორის თანაგრძნობის და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარის განვითარება.
- მეტი
VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
- 16.12.2024 08:23
VI კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეასრულეს ლაბორატორიული სამუშაო ნივთიერებათა ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესახებ.
ფიზიკური თვისებები შეისწავლეს
წყლის 3 აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით.
ნივთიერებათა ქიმიური თვისებები დაადგინეს ცდით.
საჭირო რესურსი იყო:ბუშტები,საკვები სოდა,ძმარი და სინჯარები.
- მეტი