სიახლეები
პროექტი “ეთნოსები საქართველოში”
- 16.12.2024 07:04
“კულტურული მრავალფეროვნება წარმოადგენს კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობას, რომლის დაცვა და ხელშეწყობა აუცილებელია ყოველი ადამიანის საკეთილდღეოდ” [კონვენცია-კუტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობის შესახებ (2005წ)]
V-VIკლასის მოსწავლეებმა კულტურული მრავალფეროვნების გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი “ეთნოსები საქართველოში”
მოსწავლეებმა დაამუშავეს მასალა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ;
გაეცნენ მათ კულტურას, რელიგიას, ტრადიციებს;
იმსჯელეს კუტურულადმრავალფეროვან გარემოში მშვიდობიანად ცხოვრების მნიშვნელობაზე;
საგანი:კულტურული მრავალფეროვნება;
- მეტი
III კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 16.12.2024 07:00
რა გინდა გააკეთო ისეთი, რომ შენი სახელი ხალხს დაამახსოვრდეს
ამ კითხვაზე მესამე კლასის მოსწავლეები ცირა ქიტიაშვილის ლექსის ,,წყალობა” შესწავლის შემდეგ გვპასუხობენ, რომლებმაც ასოციაციური რუკის დახმარებით, განმარტეს გმირობის ცნება.
თქვენ რას (გა)აკეთებთ
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 05.12.2024 12:43
პროფესიის არჩევა რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იციან ჩვენმა მოსწავლეებმა, თუმცა ამ გზაზე საკუთარი ოცნებები და სურვილები რომ არ უნდა დაავიწყდეთ, ამაში მასწავლებლები ვეხმარებით
IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე განიხილეს ,,პროფესიები - Professions".
მოსწავლეებმა სასურველი პროფესიები ჩამოთვალეს და უპასუხეს What? Why?When? კითხვებს.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
- 05.12.2024 12:18
III კლასის მოსწავლეებმა შეაჯამეს ბუნებაში შესწავლილი მასალა მცენარეების შესახებ და შეასრულეს დავალება მცენარის ფოტოსინთეზის პროცესზე.
დაახასიათეს ფოტოსინთეზის დროს მცენარეში მიმდინარე პროცესები და მასზე მოქმედი გარემო ფაქტორები.
- მეტი
XI კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 05.12.2024 12:02
XI კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე განიხილეს და შეისწავლეს ჰარმონიული რხევების თეორია და მისი პრაქტიკული გამოყენებები.
გაკვეთილის ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ჰარმონიული რხევების ბუნების, მათემატიკური აღწერისა და ძირითადი პარამეტრების შესახებ, როგორიცაა ამპლიტუდა, პერიოდი, სიხშირე და ფაზა.
მოსწავლეებმა ასევე იხილეს ვიდეო რგოლები რომლებიც მოიცავდა ჰარმონიული მოძრაობის მოდელირებას და გრაფიკული ანალიზის ტექნიკებს.
აღნიშნული თემა ხელს უწყობს მოსწავლეების ფიზიკური მოვლენების ღრმად გააზრებას და მათემატიკურ ანალიტიკური უნარების განვითარებას.
- მეტი