სიახლეები

        • III კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე

        • 02.12.2024 08:46
        • 📖"Ხელნაკეთი წიგნი"
          🎓III კლასის მოსწავლეებმა Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე შეისწავლეს ზღაპარი „ნაცარქექია“.
          ✅ დავალების მიხედვით შექმნეს საკუთარი წარმოსახვით და ფანტაზიით პერსონაჟის და საგნების გამოსახულება: Მოსწავლე ირჩევს მხატვრულ ხერხს( ხაზი, ფერი, მასალა) საკუთარი ჩანაფიქრის შთაბეჭდილების და ემოციის გადმოსაცემად.
          📜Მიმართულება: Შემოქმედებითობა და პრაქტიკა.
           
        • მეტი
        • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 02.12.2024 08:36
        • III კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე თემატურად ისაუბრეს მათ წარმოსახვით მეგობრებზე.🌟🧚‍♀️🤹‍♂️🫂
          📍"Imaginary friend" დავალება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი ემოციები, იყვნენ მეტად კრეატიულები და პერსონაჟების დახასიათებისას გამოიყენონ შესწავლილი ფრაზები/წინადადებები და სწორი სტრუქტურები.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 02.12.2024 08:34
        • ინგლისური
          I კლასი
          🎨🔢მოსწავლეებმა უკვე იციან ფერები და რიცხვები, ამიტომაც სახალისო დავალებით შეაჯამეს მიღებული ცოდნა.
          🎨განვლილი მასალის გახსენებასთან ერთად ივითარებენ მოტორიკას და კონცენტრაციის უნარს.
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 02.12.2024 08:32
        • 🎓 II კლასი - პერსონაჟის რუკა
          🖇️ მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის მნიშვნელოვანია პერსონაჟის რუკის შექმნა.
          ☝️მეორეკლასელბმა სწორედ ამ მეთოდით დაახასიათეს მუხრან მაჭავარიანის ლექსის ,,მზექალა და თინა” მთავარი პერსონაჟი - თინა.
          📍აქტივობა ხელს უწყობს: ტექსტში პერსონაჟის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძებნას, გააზრებასა და დასკვნების გამოტანას, არგუმენტირებისა და პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარების განვითარებას.
           
        • მეტი
        •  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია
        • ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია

        • 02.12.2024 08:27
        • 📣25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია ხორციელდება ✊
          🔸გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმში, ჩაერთო სკოლა “ერუდიტიც”.
          ❌👩‍⚖️წლევანდელი თემაა: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად”
          🔸აღნიშნულ თემაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და მოქალაქეობის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხებით:
          📌ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე (25 ნოემბერი)-ისტორია, თარიღის მნიშვნელობა;
          📌სტატისტიკა, პრობლემის იდენტიფიცირება- სად და რატომ არის დისბალანსი?
          📌ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს;
          📌XXI საუკუნე -დღევანდელი სიტუაცია და ცვლილებები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით;
          📌 აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციები;
          🔸შეხვედრა იყო ინტერაქტიული. წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელშიც ჩაერთნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები;
          🖇️მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლე ბარბარე ბოხაშვილი;
          Xკლასის მოსწავლეები - ირინა ცქიტიშვილი და კესო ლეგაშვილი;
          🖇️ილუსტრაციებზე იმუშავეს:Xკლასის მოსწავლე ნინი სიჭინავამ და IXკლასის მოსწავლე ელიზაბედ ძოწენიძემ;
           
        • მეტი