სიახლეები
თემა: Colours, actions, and directions
- 15.11.2024 12:39
- I კლასი
თემა: Colours, actions, and directions
მოსწავლეები საგაკვეთილო თემის მიხედვით შეისწავლიან ფერებს.
ფერებთან ერთად, მიმართულებებს და სახალისო აქტივობითი მოქმედებებით განიმტკიცებენ ცოდნას, ივითარებენ მოტორულ უნარებს და იუმჯობესებენ განწყობას
- მეტი
სწორი კვების თეფში
- 15.11.2024 12:20
III კლასი - სწორი კვების თეფში
მოსწავლეებმა მოთხრობის ,,მაიას ყვავილები” გაცნობის შემდეგ გაიაზრეს, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის დროულად დაძინებასთან ერთად, სწორად კვებაც აუცილებელია.
ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინტერნეტში მოიძიეს ,,სწორი კვების თეფში” და წარადგინეს პრეზენტაციები.
მოსწავლეებს სიამოვნებას ანიჭებთ პირადი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ამიტომაც ,,ვსწავლობთ და ვასწავლით თანატოლებს”.
- მეტი
თვითრეფლექსიის ბარათები
- 15.11.2024 12:15
- IV კლასი - თვითრეფლექსიის ბარათები
თვითრეფლექსია თვითშეფასების ამაღლების საუკეთესო გზაა.
ფიქრების ძალაზე ჩვენ ბევრი გვსმენია, თუმცა მოსწავლეებს, ალბათ, - ნაკლებად.
აღნიშნული აქტივობა კი მათაც უბიძგებს, უკეთ დააფასონ თავიანთი შესაძლებლობები; მასწავლებლებს კი, თავის მხრივ, ეხმარებათ მოსწავლეების უკეთ შეცნობაში.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი თვითშეფასების მქონე მოსწავლეები მაღალი აკადემიური მიღწევებით გამოირჩევიან.
- მეტი
“თანასწორობისა და ტოლერანტობის” კვირეული
- 15.11.2024 12:26
სკოლა “ერუდიტში” ნოემბრის თვეს “თანასწორობისა და ტოლერანტობის” კვირეულით ავღნიშნავთ!
პროექტის “მრავალფეროვანი საქართველო”-ს ფარგლებში დღეს V-VI კლასის მოსწავლეებს კულტურული მრავალფეროვნების და ჩვენი საქართველოს გასვლითი შემეცნებითი გაკვეთილი ჩაუტარდათ ძველ თბილისში
მოსწავლეებმა ფეხით მოიარეს ქალაქის ისტორიული უბნები. მოინახულეს მეტეხის ტაძარი, ნარიყალა, მეჩეთი, სინაგოგა, სომხური ეკლესია და აბანოთუბანი.
გაეცნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების რელიგიურ-კულტურულ ძეგლებს.
პედაგოგები: მარიამ ლომიძე; ალექსანდრე ფირუზაშვილი;
#მემიყვარსთბილისი
#საქართველომრავაფეროვანიქვეყანა
#თანასწორობათავისუფალიადამინისღირებულებაა- მეტი
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე
- 11.11.2024 10:37
VI კლასი
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოიძიეს ბიოგრაფიული ცნობები დიდი მწერლისა და პუბლიცისტის შესახებ.
გააკეთეს პოსტერი და იმსჯელეს თუ რა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ერის მამად წოდებულმა ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.
ეროვნული იდეების გაღვივებასა და გავრცელებაში.
- მეტი