სიახლეები
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 20.11.2024 07:37
III კლასი
ინგლისური ენა
"Kim's song"
რა უნდა გააკეთოთ, მაშინ, როცა მოსასმენ დავალებაში სიმღერით გიხსნიან დიდი მოცულობის ტექსტს?
რა თქმა უნდა, სიმღერითვე ვსწავლობთ და ამასობაში, გვავიწყდება მოცულობაც და სიტყვების დამახსოვრების სირთულეები.
- მეტი
სასკოლო ღონისძიება „რა? სად? როდის?“
- 19.11.2024 12:21
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივით, სკოლაში მიმდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს შორის (VII-XII) ყოველწლიური სასკოლო ღონისძიება „რა? სად? როდის?“.
პირველ ეტაპზე ერთმანეთს შეხვდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
მეორე ეტაპზე გაიმართება გამარჯვებული გუნდების შეხვედრა.
მსგავსი ინტელექტუალური თამაშები გვეხმარება მოსწავლეთა ზოგადი განათლების დონის ამაღლების, ზოგადი ცოდნის გაღრმავებასა და მოსწავლეთა ჯანსაღ სოციალურ გარემოში თვითრეალიზაციისათვის.
- მეტი
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
- 19.11.2024 09:19
V კლასი
ინგლისური ენა
თემა "Home, sweet home"
მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის მიხედვით მოამზადეს პრეზენტაციები და კლასელებს წარუდგინეს. მათ გამოიყენეს:
უცხო სიტყვები და ფრაზები
სახლის/ოთახების მაკეტი
პრეზენტაციის წარმართვის ეფექტური მეთოდები.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ინგლისურ ენაში
- 19.11.2024 09:07
IV კლასი
ინგლისური ენა
თემა "Dream place to visit"
მოსწავლეებმა გაკვეთილზე ისაუბრეს დისნეილენდზე და ისეთ ადგილებზე, რომელთა სტუმრობაც მათი ოცნება აღმოჩნდა.
ამიტომაც, მოამზადეს პრეზენტაციები და კლასელებს გააცნეს საოცნებო ადგილები.
მოსწავლეებმა ამ გზით მარტივად შეისწავლეს უცხო სიტყვები, ფრაზები და განივითარეს პრეზენტაციის წარდგენის უნარები.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 19.11.2024 07:49
მუსიკის გაკვეთილზე III კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს სანოტო სისტემაზე და იმისთვის რომ, უკეთ გაეგოთ მოცემული მასალა, სკოლის პიანინოს მიაშურეს.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე შეისწავლეს:
სანოტო სისტემა- ბანი/ვიოლინოს გასაღები
სინქრონი, აკორდები, დაკვრის პრინციპი
მცირე კომპოზიციების შესრულება
მოსწავლეების მიერ შესრულებულ მცირე მუსიკალურ მონაკვეთს, მასწავლებლის ბანი შეერწყა და ასე შეიქმნა მცირე კომპოზიციაც
- მეტი