სიახლეები
I კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 18.11.2024 12:48
- მუსიკის გაკვეთილზე I კლასის მოსწავლეები ქართულ ხალხურ საკრავებს და ფოლკლორს შეისწავლიან.
მოსწავლეებმა ერთ-ერთი ხალხური ინსტრუმენტი-ფანდური განიხილეს.
მოუსმინეს მის ჟღერადობას სიმღერებში და ამოიცნეს.
შეისწავლეს მისი აგებულება, დაკვრის ტექნიკა და თავადაც დაუკრეს.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 18.11.2024 12:22
მუსიკის გაკვეთილზე III კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს რიტმული სამუშაო - Paper Orchestra.
ფურცლების დახმარებით, ააჟღერეს და გაამრავალფეროვნეს მელოდია.
მოცემული ტიპის აქტივობა ხელს უწყობს რიტმის გააქტიურებას, მოსმენისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარს.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 18.11.2024 07:10
II კლასის მოსწავლეებმა Სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე იმუშავეს თემაზე: "ზოოპარკი". ბუნებრივი ფოთლების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა ცხოველისა და ფრინველის აპლიკაციები.
Ტექნიკა და პროცედურა:
Აქტივობის დროს მოსწავლე იყენებს (ფურცელს,წებოს,ფოთოლს, ფლომასტერს)
მოსწავლე ხაზის სხვადასხვა ფორმის საშუალებით იღებს სასურველ ფორმას.
- მეტი
ყველასათვის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
- 18.11.2024 06:52
სკოლა ,,ერუდიტში” დიდი ზეიმია!
ყველასათვის (განსაკუთრებით, ბავშვებისთვის) საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე აღინიშნა.
დაწყებითი კლასების (II, III, IV, V, VI) მოსწავლეებმა მწერლის წიგნებიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟები (პეპი გრძელწინდა და კარლსონი) გააცოცხლეს.
მოაწყეს მხიარული ვარცხნილობებისა და ჩაცმულობის დღე.
რადგანაც ასტრიდის ერთ-ერთ პერსონაჟს ძალიან უყვარს უცნაური კერძების დამზადება, ჩვენმა მოსწავლეებმაც მოამზადეს ,,უცნაური კერძები”.
პეპის ძალიან მოსწონს თავგადასავლები, სწორედ ამიტომ, მოსწავლეები ,,საგანძურის პოვნის” აქტივობაში ჩაერთვნენ. მათ მასწავლებლებმა მოუმზადეს დაშიფრული დავალებები, დამალეს სკოლის ტერიტორიაზე და მინიშნებებით მიაკვლიეს ,,საგანძურს”.
პეპის, აგრეთვე, ძალიან უყვარს თამაშების მოწყობა. მასწავლებლებმა, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყეს "ჩემი ბავშვობის თამაში” (,,კლასობანა”).
აქტივობა ,,ხელოვნება და ხელობა".
ყველამ ვიცით პეპის მხატვრული ნიჭის შესახებ. ჩვენც მოსწავლეებს მივეცით შესაძლებლობა, აღმოეჩინათ და გამოევლინათ ეს ნიჭი თავიანთ თავებში.
აღნიშნული აქტივობები ეხმარებათ ჩვენს მოსწავლეებს, მეტად შეიგრძნონ ასტრიდ ლინდგრენის საოცარი შემოქმედება, მასში ასახული ჯადოსნური სამყარო და განივითარონ შემოქმედებითი თუ წარმოსახვის უნარები.
- მეტი
სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე
- 15.11.2024 13:12
VIII კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე: სწრაფი კვება: McDonald's, KFC, სოციალური მედიის ზეგავლენა ადამიანებზე, კომუნიკაციის განვითარების გზები, ფაქტები სამყაროსა და კოსმოსის შესახებ.
მოსწავლეების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები და თემის სტრუქტურა ნათლად და ლოგიკურად იყო აწყობილი.
თითოეული მოსწავლის ნამუშევარი გამოირჩეოდა არა მარტო თემის ცოდნით, არამედ შესაბამისი საკომუნიკაციო უნარების გამოვლინებითაც.
მოსწავლეებმა წარმატებით გამოიყენეს ინგლისური ენა, სწორად ისაუბრეს საკვანძო საკითხებზე, გამოიყენეს ახალი სიტყვები და ფრაზები თემების უკეთ წარმოსაჩენად.
- მეტი