სიახლეები

        • ოლიმპიადა ,, ევერესტი"
        • ოლიმპიადა ,, ევერესტი"

        • 18.03.2024 11:13
        • ✅ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა, მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადა ,, ევერესტის" შემოდგომის ტურში .
          📜📃მოსწავლეები სიგელებით და სერთიფიკატებით დაჯილდოვნენ.
          პედაგოგი:ნანა ხაჩიძე
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეების  ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეების ქართულ ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 13.03.2024 12:31
        • 💢 V კლასი
          ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს:"უსამართლო შინვანშაჰი","მეფე და ავსიტყვა","ორმოში ჩაგდებული მეფე","ენით დაკოდილი",და "უტკბესი და უმწარესი".
          💥 მოსწავლეებმა იმუშავეს და შექმნეს იგავის პერსონაჟები ,გააცოცხლეს ეპიზოდები და ტექსტის მიხედვით შექმნეს სამგანზომილებიანი სცენა - დიორამა.
          💭 აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში წაკითხული და ნასწავლი ტექსტების გაგება-გააზრებას, დეტალების დამახსოვრებასა და აღქმასა.
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 13.03.2024 12:28
        • II კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლეს ადამიანის სხეულის ნაწილების სახელები.
          ✅️ მოსწავლეებმა დახატეს საკუთარი პერსონაჟები, გააფერადეს და შეუსაბამეს სახელები.
          ✅️ მოცემული დავალების შემდგომ შეავსეს კროსვორდი.
          ✅მსგავსი ტიპის დავალებების შესრულებით მოსწავლეები, სახალისოდ ართმევენ თავს საგაკვეთილო მასალას.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

        • 13.03.2024 12:25
        • 💥IV კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობა "მაგდანას ლურჯა".
          ნაწარმოების უკეთ აღქმის მიზნით უყურეს ფილმს. იმსჯელეს, თუ რით განსხვავდება ეკრანიზაცია ნაწარმოებისაგან.
          💢მოსწავლეებმა ნაწარმოების მიხედვით, შეადგინეს თითოეული თავის გეგმა და თავადაც მოირგეს პერსონაჟის როლები. ისაუბრეს მომხდარ ფაქტზე და უპასუხეს ნაწარმოების მთავარ შეკითხვებს.
           
        • მეტი
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 12.03.2024 13:51
        • ✅მოსწავლეები კვლევის არსს ვერ იგებენ მხოლოდ ტერმინების დასწავლით, ან კვლევის ეტაპების – დამახსოვრებით. 🎓მოსწავლე თვითონ უნდა იყოს ჩართული პროცესში, რათა უფრო ღრმად ჩასწვდეს მოვლენის არსს.
          ✅მე-7 კლასის მოსწავლეებს ხშირად აქვთ დავალებები, რომლებიც ექსპერიმენტების ჩატარების ტექნიკას, ხელსაწყოების მოხმარების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ემსახურება; თუმცა ასეთი აქტივობების მხოლოდ ჩატარება არ კმარა. 🔬კვლევა-ძიება და მისი შედეგების გააზრება ერთდროულად უნდა ხდებოდეს. 📍🔍მე-7 კლასის მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილზე უკვე შეუძლიათ მსჯელობა : თუ რა მოვლენა ან პროცესი მიმდინარეობს? პროცესის რა მახასიათებლები გვაქვს, რომელი მახასიათებლები გვჭირდება ან არ გვჭირდება, რა სახის ცვლადები გვაქვს, პასუხობს თუ არა მიღებული მონაცემები კვლევის მიზანს, რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ მონაცემებს და ა.შ.
           
        • მეტი