სიახლეები
ადამიანის უფლებების აღიარება და მისი დაცვის ხელშეწყობა
- 28.02.2024 10:29
საგან მოქალაქეობის გაკვეთილზე IXკლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპლექსური დავალება;
მოირგეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის როლი და წარდგნენ საჯარო სიტყვით.
სიტყვაში თვალნათლივ წარმოაჩინეს:
საკუთარი პოზიცია ძალაუფლების დანაწილების მნიშვნელობის შესახებ; (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლება;)
ისაუბრეს ადამიანის უფლებების აღიარების და მისი დაცვის ხელშეწყობის აუცილებლობაზე;
არგუმენტირებულად დაასაბუთეს დემოკრატიულ სახელმწიფოში მოსახლეობის აზრის გათვალისწინების აუცილებლობა და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებად გასატარებელი ღონისძიებები;
- მეტი
უსაფრთხო ინტერნეტი და მათი დაცვის აუცილებლობა
- 26.02.2024 11:31
ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია,ის გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს განათლების მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოსაძიებლად.
თუმცა შესაძლებლობებთან ერთად ინტერნეტის მოხმარება მრავალ რისკს შეიცავს, რომელთა შესახებ ცოდნა აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოებისთვის.
საგან “მე და საზოგადოების” გაკვეთილზე IVკლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და ისაუბრეს ციფრული სამყაროს მნიშვნელობაზე, უსაფრთხო ინტერნეტის წესებზე და მათი დაცვის აუცილებლობაზე;
- მეტი
III-IV კლასის მოსწავლეები საგან: სამყაროს შემეცნების გაკვეთილზე
- 23.02.2024 13:08
III-IV კლასის მოსწავლეები სამყაროს შემეცნების გაკვეთილზე პოლიტიკური რუკის საშუალებით გაეცნენ მსოფლიოს 10 უდიდეს ქვეყანას.
ისწავლეს მათი გეოგრაფიული მდებარეობა და დროშები.
შესწავლილი მასალა აღნიშნეს კონტურულ რუკაზე.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 23.02.2024 10:57
VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება თემაზე: “ მარტივი მექანიზმები“.
მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ შექმნილი მოდელი, ახსნეს მექანიზმის მუშაობის პრინციპი, დარწმუნდნენ რომ მარტივი მექანიზმები ძალის ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარება, რომ რამდენჯერაც ვიგებთ ძალაში, იმდენჯერ ვაგებთ მანძილში.
ეს „მექანიკის ოქროს წესია“.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 23.02.2024 10:54
მეოთხე და მეხუთე კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი "წითელკანიანთა ბელადი"
გასვლითი ღონისძიება სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
- მეტი