სიახლეები

        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 28.05.2025 12:38
        • 📘I კლასის მოსწავლეები ანბანის დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად შეისწავლიან და
          კითხულობენ CVC მოთხრობებს.
          📗თარგმნიან, იაზრებენ საგაკვეთილო მასალას.
          📙ასრულებენ Reading comprehension ტიპის დავალებებს.
          📚უცხო ენის შესწავლისას, მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა შეძლონ წაკითხული ტექსტის გაგება, სიტყვების აზრობრივად დალაგება.
          📍მოცემული ტიპის დავალებები კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეაჯამონ მიღებული ცოდნა.
           
        • მეტი
        • IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
        • IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე

        • 28.05.2025 12:36
        • ✅IX კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ორგანული ქიმიის საწყისები.
          🧑👩მათ უკვე შეუძლიათ იმსჯელონ ორგანულ ნაერთთა კლასებზე, მათ აღნაგობაზე, ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ბუნებრივ წყაროებზე - ნავთობზე და ბუნებრივ აირზე.
          📜მოსწავლეებმა უკვე იციან რა მასშტაბის მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ეკონომიკაში და ენერგეტიკაში ნავთობს და ნავთობ პროდუქტებს.
          📝 📖ასევე განიხილეს ნავთობპროდუქტებით გარემოს დაბინძურებით გამოწვეული გლობალური პრობლემები.
          📍გამართეს დისკუსია ამ პრობლემების თავიდან აცილების გზებზე და ღონისძიებებზე.
           
        • მეტი
        • XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ბიოლოგიაში
        • XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ბიოლოგიაში

        • 20.05.2025 12:37
        • ✅XI კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოადგინეს 📝პროექტი თემაზე: ბიოტექნოლოგია, გენური ინჟინერია, გენმოდიფიცირებული ბაქტერიები, გენმოდიფიცირებული მცენარეები და მათი მიღების მიზანები.
          📝გენური თერაპია, როგორც მკურნალობის მეთოდი.
          👩🧑მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი თემები და საკითხები:
          ✔️გენური ინჟინერია. გენმოდიფიცირებული საკვები.
          რა არი გენური ინჟინერია? რექსტრიქტაზები.
          ბიოტექნოლოგიის მიმართულებები.
          ✔️გენური თერაპია დაავადებები : 🟢კისტოზური ფიბროზი . 🟢თანდაყოლილი უსინათლობის მკურნალობა. 🟢პარკინსონი. 🟢ალცაიმერი.
          მათი მკურნალობა გენმოდიფიცირებული რეტროვირუსის ინექციით თავის ტვინში.
          ✔️ცხოველთა კლონირება (დოლის ცხვარი).
          ✔️გენმოდიფიცირებული მცენარეები.
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 20.05.2025 12:35
        • ინგლისური ენა
          II კლასი
          თემა: Toys & Adjectives
          🎀როდესაც თემა სათამაშოებს ეხება, მოსწავლეებს ყველაზე ლამაზი მოგონებები უტივტივდებათ მეხსიერებაში.
          🧸მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია:"My favourite toy".
          📚მათ საყვარელი სათამაშოების დასახასიათებლად გამოიყენეს შესწავლილი ზედსართავი სახელები და სიტყვები .
          📑მოცემული აქტივობა ასევე ეხმარება მოსწავლეებს გაიუმჯობესონ უცხო ენაზე სალაპარაკო და აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარები.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 20.05.2025 12:34
        • IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაციები:
          ☄️The planets and the solar system (name and say something about the planets)
          🌏Save the Earth (give tips for saving Earth)
          🌊Oceans and continents (name and say something about the continents and oceans)
          📍მოსწავლეებმა განიხილეს თემები, გააფორმეს და წარუდგინეს თანაკლასელებს.
          📍მიზანი: მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ დამატებითი ინფორმაციის მოძიება, დახარისხება და დამუშავება, შემდეგ კი აუდიტორიის წინაშე წარდგენა.
           
        • მეტი