სიახლეები

    •  XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
      • XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

      • 20.01.2026 07:56
      • 🎓კლასი Xბ
        📕საგანი: XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
        ✅ მოსწავლეებმა იმუშავეს რეი ბრედბერის რომანზე „451 ფარენჰაიტი“, რომლის განხილვისას ყურადღება გაამახვილეს ტექსტის ძირითად იდეებზე, პრობლემატიკასა და მის აქტუალობაზე თანამედროვე საზოგადოებაში. 📝გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნში წამოჭრილი საკითხები როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური თვალსაზრისით.
        📖დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ცოდნისა და წიგნების როლი ადამიანის თავისუფლების ფორმირებაში. 📝📖მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ რომანში წიგნების განადგურება სიმბოლურად გამოხატავს აზროვნების კონტროლსა და კრიტიკული აზროვნების შეზღუდვას. 📍განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასმედიის გავლენას ადამიანზე და ტექნოლოგიების როლს პიროვნების გაუცხოებაში.
        🖊️ასევე გაანალიზდა მთავარი გმირის, გაი მონტაგის, შინაგანი ტრანსფორმაცია — პროცესი, რომლის დროსაც იგი თანდათან აცნობიერებს წიგნების, ცოდნისა და თვითშემეცნების მნიშვნელობას. 📍მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟის არჩევანზე, პასუხისმგებლობაზე და პიროვნული თავისუფლების ფასზე.
        📚განხილვისას გამოიკვეთა რომანის წინასწარმეტყველური ხასიათიც.🔖 პარალელები გაავლეს ტექსტში ასახულ მოვლენებსა და თანამედროვე რეალობას შორის, მათ შორის ინფორმაციულ გადატვირთვას, ზედაპირულ გართობასა და სიღრმისეული აზროვნების დეფიციტზე.
        ✅🖊️საბოლოოდ, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ „451 ფარენჰაიტი“ დღესაც აქტუალური ნაწარმოებია, რომელიც მკითხველს აფიქრებს თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და განათლების მნიშვნელობაზე, რომელიც მოუწოდებს მათ გააზრებული, დამოუკიდებელი აზროვნებისაკენ.
         
      • 👩‍🏫მასწავლებელი: ელენე ბახია

      • უკან არტიკლების სიაში