სიახლეები

    • XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
      • XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

      • 20.01.2026 07:59
      • ✅კლასი Xა
        📖საგანი: XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
        ☑️მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ალბერტ კამიუს რომანის „უცხო“-სა და ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“-ს შესახებ. 📝სამუშაოს ფარგლებში მათ გააანალიზეს თითოეული ტექსტის შინაარსობრივი და იდეური მხარეები, რის შემდეგაც შეადარეს ერთმანეთს აღნიშნული ნაწარმოებები.
        🗓️✍️პრეზენტაციებში ყურადღება გამახვილდა ორივე ტექსტისთვის დამახასიათებელ საერთო თემებზე, როგორიცაა ადამიანის გაუცხოება საზოგადოებაში, ინდივიდის მარტოობა, არსებობის აბსურდულობა და პიროვნებისა და სოციალური გარემოს კონფლიქტი. 👩‍🎓🧑‍🎓მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კამიუსა და კაფკას გმირები განსხვავებულ რეალობებში მოქმედებენ, თუმცა ორივე მათგანი აღმოჩნდება გარემოსგან გარიყულ მდგომარეობაში და ვერ ახერხებენ სრულფასოვან კომუნიკაციას საზოგადოებასთან.
        📍განსხვავებების განხილვისას მოსწავლეებმა გამოყვეს ტექსტების ჟანრობრივი და სტილისტური თავისებურებები. აღინიშნა, რომ „უცხო“ ეფუძნება რეალისტურ გარემოს და ფილოსოფიურ გააზრებას, ხოლო „მეტამორფოზა“ ფანტასტიკური ელემენტის მეშვეობით გადმოსცემს ადამიანის შინაგან ტრაგედიას. 📝ასევე გაანალიზდა მთავარი პერსონაჟების დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და მათ მიერ რეალობის აღქმის განსხვავებული ფორმები.
        ⚪️ცალკე ყურადღება დაეთმო სიმბოლოების ანალიზს. მოსწავლეებმა იმსჯელეს მზის, სიცხისა და სიცარიელის სიმბოლურ მნიშვნელობებზე კამიუს ტექსტში, ასევე გრეგორ ზამზას გარდაქმნის მნიშვნელობაზე კაფკას ნოველაში, როგორც ადამიანის გაუფასურებისა და დეჰუმანიზაციის სიმბოლოზე.
        ✅დასასრულს, პრეზენტაციებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტების სიღრმისეული გააზრება, კრიტიკული ანალიზი და ლიტერატურული პარალელების გამოვლენა, 👩‍💻🧑‍💻რაც მიუთითებს მათ მიერ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებულ აღქმაზე.
         
      • 👩‍🏫მასწავლებელი: ელენე ბახია

      • უკან არტიკლების სიაში