სიახლეები

    • მწვანე ბარათების სისტემა
      • მწვანე ბარათების სისტემა

      • 11.02.2026 11:26
      • ❓ მასწავლებლობო, თქვენი გამოცდილებით, კლასის მართვის რომელი სისტემაა ყველაზე ეფექტური❓
        📗 გვსურს, გაგიზიაროთ კლასის მართვის პოზიტიური ინსტრუმენტი, - ,,მწვანე ბარათების სისტემა”, რომელიც 26 იანვრიდან დაინერგა სკოლა ,,ერუდიტის” III კლასში.
        აღნიშნული მოიცავს ორ ძირითად იდეას:
        ✔️ დისციპლინის საკითხების შემცირებას;
        ✔️ პოზიტიური სასწავლო გარემოს წახალისებას.
        🟩 მწვანე ბარათზე ასახულია პუნქტები, რომლის შესრულების შედეგადაც მოსწავლე კვირის ბოლოს იღებს ბარათს.
        📅 ბარათების დარიგების დღედ ავირჩიეთ პარასკევი.
        🎁 მნიშვნელოვანი ნაწილი ბარათების რაოდენობაა, - თუ მოსწავლე დააგროვებს ათ მწვანე ბარათს, მას გადაეცემა ჯილდო.
        🎁 ჯილდო იქნება მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, სიმბოლური ნივთი.
        ⚠️ იმ შემთხვევაში, თუ კი მოსწავლე გაკვეთილებზე რომელიმე პუნქტს დაარღვევს, მიიღებს ყვითელ ბარათს.
        ✅ აღსანიშნავია, რომ მწვანე ბარათების სისტემაზე ჩატარებულია კვლევა, რომელიც მის ეფექტიანობას ხაზს უსვამს.
        💚 გვინდა სიხარულით აღვნიშნოთ, რომ მოსწავლეები სისტემაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ, - ითვლიდნენ დღეებს პარასკევამდე, მონდომებით იცავდნენ ბარათებზე მითითებულ წესებს, ერთმანეთს ამხნევებდნენ და ეხმარებოდნენ.
        🤗 პირველ კვირაში მწვანე ბარათი დამსახურებულად მიიღო ყველა მესამეკლასელმა.
         
      • 👩‍🏫 დამრიგებელი - მარიამ კოტრიკაძე

      • უკან არტიკლების სიაში