სიახლეები

        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 31.03.2025 10:39
        • ✅VIII კლასი ფიზიკაში შეისწავლის სითბურ მოვლენებს, სითბოს გადაცემის ხეხებს, ის რომ, 🌡ბუნებაში სითბო თავისთავად ყოველთვის მაღალი ტემპერატურის მქონე სხეულიდან უფრო დაბალი ტემპერატურის მქონე სხეულს გადაეცემა, 📍რომ ტემპერატურის ცვლილება გადაცემულ სითბოზე და მასაზეა დამოკიდებული,ჩავატარეთ მარტივი ექსპერიმენტები და გამოვიყენეთ სიმულაციები https://phet.colorado.edu/; 💻მსგავსი სიმულაციები ეხმარება მოსწავლეებს საკითხის გაგება-გააზრებაში, ცოდნის განმტკიცებაში;
           
        • მეტი
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 31.03.2025 10:36
        • ✅ VII კლასში ფიზიკის ძირითადი კანონზომიერების გააზრებაში მოსწავლეებს ეხმარებათ პრაქტიკული სამუშაოები; 📌მათ შეძლეს ცდის დაგეგმვა, კვლევის პროცედურების განსაზღვრა, 📝მონაცემების აღრიცხვა , და დაადგინეს სხვადასხვა ზამბარის სიხისტე, ასევე შეამოწმეს ჰუკის კანონი და დაწმუნდნენ, რომ დრეკადობის ძალა დეფორმაციის ზომის პირდაპირ პროპორციულია;
           
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 27.03.2025 08:32
        • V კლასის მოსწავლეებმა,ინგლისური ენის გაკვეთილზე იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე - "My town".🏗🏦🏥🏘📝
          🔹️მოსწავლეებმა აირჩიეს თემები და დამოუკიდებლად მოიძიეს ინფორმაციები.
          🔹️განივითარეს ინფორმაციის დახარისხების და თემატური მსჯელობის უნარები.
          🔹️განიხილეს და ერთმანეთს შეუფასეს ნამუშევრები.
          🔹️შეადგინეს დედაქალაქის მნიშვნელოვანი პუნქტების რუკა.
           
        • მეტი
        • 21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა
        • 21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა

        • 26.03.2025 13:31
        • 21 მარტი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა და ჩვენი სკოლის, I-VI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ჩატარდა ღონისძიება-2025 წლის გზავნილით-
          ,,გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები.“
          მოსწავლეებმა ისაუბრეს თემებზე:
          🔹️დაუნის სინდრომი.
          🔹️განსხვავებულობა, როგორც ნორმა.
          🔹️მხარდაჭერის გზები.
          🎬მოსწავლეებმა ნახეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რის შემდეგაც ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
          📝ბოლოს კი შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია და ფურცლებზე გადაიტანეს თავიანთი მოსაზრებები.
        • მეტი