სიახლეები
სკოლა „ერუდიტს“ სტუმრობდა საგანმანათლებლო სააგენტო ELL -ის დამფუძნებელი
- 26.03.2025 13:23
მემორანდუმის ფარგლებში სკოლა „ერუდიტს“ სტუმრობდა საგანმანათლებლო სააგენტო ELL -ის დამფუძნებელი მერაბ გაბუნია, ესპანელ სტუმართან ერთად.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საზღვარგარეთ არსებულ ტოპ უნივერსიტეტებზე, კოლეჯებზე და საზაფხულო სკოლებზე.
ჩვენი მოსწავლეები მიწვეულნი არიან 22 მარტს სასტუმრო “Radisson Blu Iveria”-ში საერთაშორისო განათლების გამოფენაზე.
წარმატებები ELL -ს და ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.
გელოდებით დაინტერესებულ მშობლებს და მოსწავლეებს.- მეტი
X კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე
- 26.03.2025 13:19
X კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: - ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია და გეოგრაფიული განაწილება.
მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი თემები, იმსჯელეს ამოწურვადი და ამოუწურავი რესურსების მნიშვნელობის შესახებ, განიხილეს მათი გეოგრაფიული განაწილება მსოფლიოში და სამომავლო გამოყენების პერსპექტივები.- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს"
- 21.03.2025 13:20
- VI კლასი


სადამრიგებლო საათი
თემა: "ტყუილს მოკლე ფეხები აქვს".
მიზანი: პიროვნული და მორალური განვითარება.
მოსწავლეებმა ისაუბრეს და ჩამოწერეს ტყუილის პიროვნული მიზეზები.აღნიშნეს ,რომ არსებობს სხვადასხვა მიზეზები,რის გამოც ადამიანები იტყუებიან.:ეს არის:
თავის მოჩვენება,
გაზვიადება,
თავაზიანი ტყუილი,
დასჯის შიში ,
კეთილშობილური ტყუილი....
აღნიშნეს ,რომ ტყუილი მაინც მალე გამოაშკარავდება და ყოველთვის სიმართლის თქმა სჯობს,რაც არ უნდა მტკივნეული იყოს მისი მოსმენა.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 21.03.2025 13:04
- ინგლისური ენა
III კლასი
თემა: Seasons of the year






წელიწადის დროების შესასწავლად მოსწავლეების ყველაზე საყვარელი საქმიანობა-ხატვა და გაფერადება გამოვიყენეთ.
მოცემული აქტივობა საშუალებას აძლევს მათ მარტივად დაიმახსოვრონ ახალი მასალა.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 21.03.2025 13:01




ჩვენი I კლასელი მოსწავლეები, ინგლისურ ენაში, ასოების გამოწერისთვის ემზადებიან.
მათ წინარე ეტაპი(pre-writing strokes) წარმატებით გაიარეს 

მოცემული წერითი აქტივობები მოსწავლეებს უვითარებს მოტორულ უნარებს და უქმნის მზაობას შემდგომში ასოების მარტივად და ლამაზად გამოსაწერად.
- მეტი