სიახლეები
V კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გაკვეთილზე
- 21.03.2025 12:58
- მეხუთე კლასი

საგანი :ხელოვნება



როდესაც ფუნჯი შენი თითების გაგრძელება ხდება.


მოსწავლეები გაეცნენ კლოდ მონეს შემოქმედებას და
დახატეს ბუნების ფერთა ზეიმი თითებით...
გაკვეთილი მოსწავლეებისთვის სახალისო გახდა.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე
- 21.03.2025 12:55
II კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში დაასრულეს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შესწავლა და შეაჯამეს ნასწავლი თემები. 
დავალების მიხედვით ამოიცნეს მათთვის დარიგებული სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის ფოტოები, განმარტეს თითოეული და იმსჯელეს მოვლენების დროს ქცევის წესებზე.- მეტი
"დედის დღე"
- 20.03.2025 09:27
- "დედის დღე"



სკოლაში გვესტუმრნენ V კლასელთა დედები, მათ მონაწილეობა მიიღეს დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.
მოსწავლეებმა გაგვაცნეს თუ როგორ აღნიშნავენ ,,დედის დღეს" სხვადასხვა ქვეყანაში.
შვილებმა და დედებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ აქტივობებში: "როგორ მიცნობს დედა" და "გამოიცანი შენი შვილი მინიშნებებით".
დედებისადმი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს ქართველი მწერლებისა და პოეტების მიერ დაწერილი ციტატებითა და ლექსებით.
დაასაჩუქრეს დედიკოები ხელნაკეთი ღია ბარათებით.
შექმნეს სამახსოვრო პლაკატი, რომელიც დაამშვენეს სურათებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები.
- მეტი
დედის დღე როგორ უნდა ვიზეიმოთ დედების გარეშე?
- 20.03.2025 09:23
დედის დღე როგორ უნდა ვიზეიმოთ დედების გარეშე?!
სკოლა ,,ერუდიტის” II კლასის მოსწავლეებმა თავიანთ საკლასო ოთახში მოიწვიეს დედიკოები.
შეხვედრა ატარებდა ,,workshop”-ის ხასიათს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბავშვებიც და მშობლებიც.
აქტივობები:
ასოციაციური რუკა (შვილის მხრიდან დედის დახასიათება);
სამოტივაციო ფრაზა (დედის მოფიქრებული ფრაზა, რომლითაც შვილი იგრძნობს მის მხარდაჭერას);
კითხვარი (იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იცნობენ მშობლები შვილებს);
ვოდეორგოლი (ახალშობილი მოსწავლეების ფოტოები დედიკოებთან);
ლექსები;
თვალახვეულ მდგომარეობაში გამოცნობა (დედური ინტუიციით შვილის გამოცნობა);
სიმღერა (დედაზე);
დაჯილდოება (მადლობის სიგელები მშობლებსა და დირექციას).
🧑🧒 ღიმილთან ერთად, იყო ცრემლებიც…
შეხვედრას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები - ქალბატონი ქეთევან ჯანუაშვილი და ქალბატონი ირმა ლორია.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 20.03.2025 09:18
II კლასი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
აქტივობა: ტესტი
მიზანი: მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გაღრმავება, რათა მარტივად არ დაავიწყდეთ ნასწავლი სიტყვები.
მსგავსი ტიპის დავალებებით მოსწავლეები გამოიმუშავებენ ტესტირებებთან დაკავშირებულ სტრესის დაძლევის უნარებს და იღებენ გამოცდილებას.
- მეტი