სიახლეები

        • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 16.12.2024 08:31
        • ✅III კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული ამოცანები ამოხსნეს. "რამდენი ლარი გქონდა?" "რამდენი ლარი დაგრჩა?" " რა ღირებულების ნივთი შეიძინე?" - კითხვებზე პასუხის გასაცემად შეძლეს უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და ამოხსნა. მიღებული პასუხი კი ეროვნული ფულის მოდელებით - ბანკნოტებით წარმოადგინეს.
          მოცემული დავალება ჯგუფებში შეასრულეს⭐
          აქტივობის მიზანია:
          💥შეძლონ უცნობი კომპონენტის შემცველი ტოლობის შედგენა და მისი გამოყენება პრობლემის გადასაჭრელად;
          💥მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება;
          💥მოსწავლეთა შორის თანაგრძნობის და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარის განვითარება.
           
        • მეტი
        • VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
        • VI კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე

        • 16.12.2024 08:23
        • ✅VI კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეასრულეს ლაბორატორიული სამუშაო ნივთიერებათა ფიზიკური და ქიმიური თვისებების შესახებ.
          🧪ფიზიკური თვისებები შეისწავლეს 💧წყლის 3 აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით. 👩‍🔬📍ნივთიერებათა ქიმიური თვისებები დაადგინეს ცდით.
          🧑‍🔬საჭირო რესურსი იყო:ბუშტები,საკვები სოდა,ძმარი და სინჯარები.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 16.12.2024 08:04
        • ⭐ I კლასის მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ 10 ლარის ღირებულების საგნების შეძენა ეროვნული ფულის ნიშნებით.
          📌 მათ, 1- ლარიანი, 2- ლარიანი მონეტებითა და 5- ლარიანი ბანკნოტით, წარმოადგინეს რიცხვი 10-ის შემადგენლობა.
          მოცემული დავალება ჯგუფებში შეასრულეს.
          აქტივობის მიზანი :
          💥10-ის შემადგენლობის გააზრება;
          💥მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება;
          💥მოსწავლეთა შორის თანაგრძნობის და სხვისი აზრის გათვალისწინების უნარის განვითარება.
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 16.12.2024 08:02
        • ✅IV კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე, სივრცითი წარმოდგენების განვითარების მიზნით, სხვადასხვა სივრცული ფიგურების მზა შლილებისგან შექმნეს მათი მოდელები.
          📌 მოახდინეს ნამუშევრების პრეზენტაცია - სივრცითი ფიგურების ელემენტებში ამოიცნეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები.
          📌გამოკვეთეს კავშირი სივრცით და ბრტყელ ფიგურებს შორის.
          📌მიზანი: სისტემაში მოიყვანონ გეომეტრიულ ფიგურებს შესახებ მიღებული ცოდნა, განიმტკიცონ შესაბამისი უნარ-ჩვევები.
        • მეტი
        • ინტეგრირებული გაკვეთილი

        • 16.12.2024 08:00
        • 🎓 II კლასი - ინტეგრირებული გაკვეთილი
          📚საგნები: ქართული ენა და ლიტერატურა - მათემატიკა
          🖇️ მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპარი ,,ოცეულა”, გამოთქვეს ვარაუდები, გაიაზრეს ტექსტი, ილუსტრაციები დააკავშირეს ეპიზოდებთან, უპასუხეს კითხვებს, განმარტეს ახალი სიტყვები, გამოავლინეს რიხვის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა.
          🌟მოსწავლეებმა დაასახელეს ათეულები ასის ფარგლებში და განმარტეს შემთხვევით შერჩეული რიცხვების ათეულებისა და ერთეულების თანრიგი.
          🌟შექმნეს ფერადი, ცოდნის განმტკიცებისთვის აუცილებელი რესურსი და განათავსეს საკლასო ოთახის კედელზე.
          📍ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეებს ეხმარებათ სინთეზური აზროვნების განვითარებაში; საინტერესოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს; ამასთანავე, ამაღლებს მოტივაციას.
          👩‍🏫 გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის მენეჯერი - ირმა ლორია, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელი - ნათია ჯალაღონია, მათემატიკის პედაგოგი - ნანა ხაჩიძე.
           
        • მეტი