სიახლეები
კონკურსი "Spelling Bee"
- 19.12.2024 12:23
- "Spelling bee" კონკურსმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა და VI კლასის მოსწავლეებიც აიყოლია.




მოსწავლეებმა თავი წარმატებულად გაართვეს საკმაოდ რთული სიტყვების დამარცვლას.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები.


პროექტის ყველა მოსწავლეს გადაეცა პერსონალური სერთიფიკატი

- მეტი
IX კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
- 19.12.2024 12:16
IX კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე წამოადგინეს კომპლექსური დავალება.
განიხილეს ნაერთთა კლასები,
მათი თვისებები, მიღება,
გამოყენება და გენეტიკური კავშირი ნაერთთა კლასებს შორის, ქიმიური რეაქციის ტიპები.

წარმოადგინეს შესაბამისი ვიდეო მასალა.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეები ქიმიის გაკვეთილზე
- 19.12.2024 12:14
VIII კლასის მოსწავლეებმა ქიმიის გაკვეთილზე წამოადგინეს კომპლექსური დავალება.

განიხილეს წყლის როლი ცოცხალი ორგანიზმებისთვის,
სასმელი წყლის რესურსები მსოფლიოსა და საქართველოში, დაბინძურების პრობლემები და გამოყენება ტექნიკაში, სოფლის მეურნეობაში და ყოფა-ცხოვრებაში.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 19.12.2024 11:18
II კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა
შესწავლილი ტექსტების გამოკითხვის პროცესი საინტერესო და მრავალმხრივად სარგებლიანი რომ იყოს, მოსწავლეებს ვსთავაზობთ შემდეგ მეთოდებს: 
* მოყოლა I პირში;
* წამზომი;
* მოყოლა III პირში;
* ,,ცხელი სკამი”;
* პერსონაჟის აღწერა უხმოდ.
აღნიშნულმა აქტივობამ მოსწავლეების მოწონება დაიმსახურა, რომელიც ცერა თითის მეთოდით შეაფასეს.
- მეტი
VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 18.12.2024 09:48
VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს რეფერატის პრეზენტაცია „სიჩქარისთვის ბრძოლა“.
მოსწავლეებმა გაინაწილეს კატეგორიები: ავტოტრანსპორტი, საჰაერო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი, საზღვაო ტრანსპორტი.
მოიძიეს ინფორმაცია ტრანსპორტის განვითარების შესახებ;
დაალაგეს ინფორმაცია სიჩქარის ზრდის მიხედვით, დაურთეს სვეტოვანი დიაგრამები და რეფერატი წარმოადგინეს კლასის წინაშე.
- მეტი