სიახლეები

        •  ანბანის შემობრძანება I კლასში
        • ანბანის შემობრძანება I კლასში

        • 13.11.2025 08:38
        • 📣 ანბანის შემობრძანება I კლასში
          💥 ვზეიმობთ პირველი ასო-ბგერების სწავლასა და იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
          💫 პირველკლასელები შეხვედნენ ,,საქართველოს ახალგაზრდული აკადემიის” წევრებს და ჩაერთვნენ ანბანის პროგრამაში.
          ✍️ მოსწავლეებმა ასო-ბგერები მოხატეს ქვიშასა და ცვილზე; დაბეჭდეს საბეჭდ მანქანაზე; მოისმინეს იაკობის შესახებ საინტერესო ისტორიები; დაათვალიერეს მინიატურული წიგნები; გაიგეს უცნაური დამწერლობების შესახებ.
          🎉 მოსწავლეებმა მიიღეს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები.
           
        • მეტი
        • სადამრიგებლო საათი თემზე: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება

        • 13.11.2025 08:31
        • 📣 თუ გინდათ, რომ გაკვეთილებს შორის, შესვენებაც ორგანიზებული და საინტერესო იყოს, გაიმეორეთ ის ,,ენერჯაიზერები”, რომელთაც III კლასის მოსწავლეები გიზიარებენ: 👇
          🏷️ ,,დიახ ან არა” - მასწავლებელი სვამს მარტივ კითხვებს, მოსწავლეები ,,დიახ” - ხელის აწევით, ,,არა” - ფეხზე წამოდგომით პასუხობენ.
          👉 მიზანი: მოძრაობა + ერთმანეთის უკეთ გაცნობა.
          🏷️ ,,სიმართლე თუ ტყუილი” - თითოეული მოსწავლე ჰყვება საკუთარ თავზე ამბავს, დანარჩენებმა უნდა გამოიცნონ, სიმართლეა თუ ტყუილი.
          👉 მიზანი: გუნდური ატმოსფეროსა და ურთიერთგაგების ამაღლება.
          🏷️ ,,დაიჭირე ემოცია” - მასწავლებელი ამბობს ემოციას, რომელიც მოსწავლეებმა სხეულის მოძრაობით უნდა გამოხატონ.
          👉 მიზანი: ემოციური ინტელექტისა და სხეულის ენის განვითარება.
           
        • მეტი
        • X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 13.11.2025 08:10
        • ✅მე-10 კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე ელექტროსტატიკას შეისწავლიან; 📌ჩაატარეს მარტივი ცდები დაელერქტროებაზე; 🎈სტატიკური მუხტი ყველაზე ხშირად ხახუნის (ტრიბოელექტრული ეფექტი), შეხების ან ინდუქციის შედეგად წარმოიქმნება, როდესაც ერთი ობიექტიდან მეორეზე ელექტრონები გადადის.• 👩‍🔬👨‍🔬ერთი და იგივე ნიშნის მუხტები (მაგ., დადებითი-დადებითი) განიზიდავენ ერთმანეთს. საწინააღმდეგო ნიშნის მუხტები (მაგ., დადებითი-უარყოფითი) მიიზიდავენ ერთმანეთს. 📍ეს მიზიდვა ხდება ნეიტრალურ სხეულსა და დამუხტულ სხეულს შორისაც, რადგან დამუხტული სხეული იწვევს მუხტების გადანაწილებას ნეიტრალურ სხეულში (ინდუქცია).                             
        • მეტი