
კლასი Xბ

საგანი: XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

მოსწავლეებმა იმუშავეს რეი ბრედბერის რომანზე „451 ფარენჰაიტი“, რომლის განხილვისას ყურადღება გაამახვილეს ტექსტის ძირითად იდეებზე, პრობლემატიკასა და მის აქტუალობაზე თანამედროვე საზოგადოებაში.

გააანალიზეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნში წამოჭრილი საკითხები როგორც ინდივიდუალური, ისე სოციალური თვალსაზრისით.

დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ცოდნისა და წიგნების როლი ადამიანის თავისუფლების ფორმირებაში.


მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ რომანში წიგნების განადგურება სიმბოლურად გამოხატავს აზროვნების კონტროლსა და კრიტიკული აზროვნების შეზღუდვას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასმედიის გავლენას ადამიანზე და ტექნოლოგიების როლს პიროვნების გაუცხოებაში.

ასევე გაანალიზდა მთავარი გმირის, გაი მონტაგის, შინაგანი ტრანსფორმაცია — პროცესი, რომლის დროსაც იგი თანდათან აცნობიერებს წიგნების, ცოდნისა და თვითშემეცნების მნიშვნელობას.

მოსწავლეებმა იმსჯელეს პერსონაჟის არჩევანზე, პასუხისმგებლობაზე და პიროვნული თავისუფლების ფასზე.

განხილვისას გამოიკვეთა რომანის წინასწარმეტყველური ხასიათიც.

პარალელები გაავლეს ტექსტში ასახულ მოვლენებსა და თანამედროვე რეალობას შორის, მათ შორის ინფორმაციულ გადატვირთვას, ზედაპირულ გართობასა და სიღრმისეული აზროვნების დეფიციტზე.


საბოლოოდ, მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ „451 ფარენჰაიტი“ დღესაც აქტუალური ნაწარმოებია, რომელიც მკითხველს აფიქრებს თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და განათლების მნიშვნელობაზე, რომელიც მოუწოდებს მათ გააზრებული, დამოუკიდებელი აზროვნებისაკენ.