სიახლეები

        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
        • სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში

        • 20.01.2026 08:07
        • საახალწლო განწყობის შესაქმნელად პირველი კლასის მოსწავლეები ეწვივნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს და დიდი ინტერესით უყურეს სპექტაკლს „ელფები და საშობაო ზღაპარი“ 🎄✨
          📌 აქტივობის ფარგლებში განვავითარეთ:
          🔹 ემოციების გამოხატვა და ემპათია 💖
          🔹 ყურადღების კონცენტრაცია 👀
          🔹 მოსმენისა და დაკვირვების უნარი 🧠
          🔹 ესთეტიკური აღქმა და ფანტაზია 🎨
          🔹 კულტურული ქცევა საზოგადოებრივ სივრცეში 🤝
          თეატრში სტუმრობა ბავშვებისთვის სასიამოვნო და შემეცნებითი გამოცდილება აღმოჩნდა
        • მეტი
        • სტუმრად ხელოვნების სასახლეში
        • სტუმრად ხელოვნების სასახლეში

        • 20.01.2026 08:04
        • ✅ V და VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ხელოვნების სასახლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე — „საახალწლო მეჯლისი“. ✨🪁🪂
          🌟 მოსწავლეებმა იმოგზაურეს ზღაპრულ სამყაროში.🪁🪂✨️
          💫 გიდის თანხლებით დაათვალიერეს სასახლე.
          💫 მოისმინეს მეჯლისის მრავალსაუკუნოვანი ისტორია.
          💫 ჩაერთნენ შემოქმედებით აქტივობაში და საკუთარი ხელით დაამზადეს ფერადი სამეჯლისო ნიღბები.
           
        • მეტი
        • სკოლა “ერუდიტს ”პოეტი მიხეილ ქოპილაშვილი ესტუმრა.
        • სკოლა “ერუდიტს ”პოეტი მიხეილ ქოპილაშვილი ესტუმრა.

        • 20.01.2026 08:02
        • სკოლა “ერუდიტს”პოეტი მიხეილ ქოპილაშვილი ესტუმრა.
          🌟მოსწავლეებმა წაიკითხეს თანამედროვე პოეტის ლექსები, მოისმინეს პოეტის მიერ წაკითხული
          ნაწარმოებები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
          🌟პოეტთან უშუალო კონტაქტი მოსწავლეებთან აძლიერებს ინტერესს: კითხვისადმი, წერისადმი,
          ზოგადად შემოქმედებისადმი.
          🌟პოეტის პასუხები ეხებოდა:
          თავისუფლებას,
          პასუხისმგებლობას, სიყვარულს, სამოქალაქო პოზიციას.
          რაც ეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ღირებულებების გააზრებაში.
           
        • მეტი
        • XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
        • XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა

        • 20.01.2026 07:59
        • ✅კლასი Xა
          📖საგანი: XIX-XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა
          ☑️მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ალბერტ კამიუს რომანის „უცხო“-სა და ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“-ს შესახებ. 📝სამუშაოს ფარგლებში მათ გააანალიზეს თითოეული ტექსტის შინაარსობრივი და იდეური მხარეები, რის შემდეგაც შეადარეს ერთმანეთს აღნიშნული ნაწარმოებები.
          🗓️✍️პრეზენტაციებში ყურადღება გამახვილდა ორივე ტექსტისთვის დამახასიათებელ საერთო თემებზე, როგორიცაა ადამიანის გაუცხოება საზოგადოებაში, ინდივიდის მარტოობა, არსებობის აბსურდულობა და პიროვნებისა და სოციალური გარემოს კონფლიქტი. 👩‍🎓🧑‍🎓მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ კამიუსა და კაფკას გმირები განსხვავებულ რეალობებში მოქმედებენ, თუმცა ორივე მათგანი აღმოჩნდება გარემოსგან გარიყულ მდგომარეობაში და ვერ ახერხებენ სრულფასოვან კომუნიკაციას საზოგადოებასთან.
          📍განსხვავებების განხილვისას მოსწავლეებმა გამოყვეს ტექსტების ჟანრობრივი და სტილისტური თავისებურებები. აღინიშნა, რომ „უცხო“ ეფუძნება რეალისტურ გარემოს და ფილოსოფიურ გააზრებას, ხოლო „მეტამორფოზა“ ფანტასტიკური ელემენტის მეშვეობით გადმოსცემს ადამიანის შინაგან ტრაგედიას. 📝ასევე გაანალიზდა მთავარი პერსონაჟების დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და მათ მიერ რეალობის აღქმის განსხვავებული ფორმები.
          ⚪️ცალკე ყურადღება დაეთმო სიმბოლოების ანალიზს. მოსწავლეებმა იმსჯელეს მზის, სიცხისა და სიცარიელის სიმბოლურ მნიშვნელობებზე კამიუს ტექსტში, ასევე გრეგორ ზამზას გარდაქმნის მნიშვნელობაზე კაფკას ნოველაში, როგორც ადამიანის გაუფასურებისა და დეჰუმანიზაციის სიმბოლოზე.
          ✅დასასრულს, პრეზენტაციებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტების სიღრმისეული გააზრება, კრიტიკული ანალიზი და ლიტერატურული პარალელების გამოვლენა, 👩‍💻🧑‍💻რაც მიუთითებს მათ მიერ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებულ აღქმაზე.
           
        • მეტი
        •  მონობის გაუქმების საერთაშორისო დღე
        • მონობის გაუქმების საერთაშორისო დღე

        • 20.01.2026 07:58
        • ⏱️დეკემბერი სამოქალაქო განათლებისთვის განსაკუთრებული თვეა.
          📎პირველი დეკემბერი მონობის გაუქმების საერთაშორისო დღე.
          📎ათი დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე.
          📝აღნიშნულთან დაკავშირებით, მე-11 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს და წარმოადგინეს პრეზენტაციები ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
          📡იძულებითი შრომის ეკონომიკური დინამიკა და მისი გლობალური შედეგი.
          🪪ტრეფიკინგი 21-ე საუკუნეში: მონობის თანამედროვე კონსტრუქცია.
          🪬საერთაშორისო სამართლისა და ორგანიზაციების როლი მონობის წინააღმდეგ ბრძოლაში.
          📃ისტორიული მეხსიერება და მონობის მემკვიდრეობა თანამედროვე საზოგადოებაში.
          📊მონობის ლეგიტამაციის იდეოლოგიური საფუძველი და მისი დემონტაჟი.
           
        • მეტი