სიახლეები

        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 08.02.2024 12:35
        • ✅ჩვენი სკოლის პედაგოგების საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზებას, განათლების დონის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, შემოქმედებით აზროვნებას, შემეცნებით საქმიანობას.
          👩‍🏫შემოქმედებით მასწავლებელს უწევს სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების შემუშავება, შექმნა და გამოყენება, რაშიც გვეხმარება https://phet.colorado.edu/ ლაბორატორია, 📍VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე შეასრულეს სხვადასხვა დავალებები მომენტების წესზე და მექანიკის ოქროს წესზე;
           
        • მეტი
        • IX კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება ფიზიკაში

        • 08.02.2024 12:32
        • ✅IX კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს კომპლექსური დავალება „ტრამპლინი“.
          📍მოსწავლეებმა შექმნეს დახრილი სიბრტყის მოდელი, მოიფიქრეს როგორ შეიძლება განისაზღვროს მოძრაობის მახასიათებელი პარამეტრები, ჩაატარეს ექსპერიმენტი,
          📝იმსჯელეს რაზეა დამოკიდებული დახრილ სიბრტყეზე მოძრაობისას აჩქარება და როგორ არის დამოკიდებული ფრენის სიშორე ტრამპლინიდან მოწყვეტის სიჩქარეზე. პედაგოგი: ირმა ლორია
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 05.02.2024 09:39
        • 🎓 II კლასი
          📍 გამოგიყენებიათ მოსწავლეებთან თვითშეფასების ბარათები?
          📍მოსწავლეებს, ზოგჯერ, ზედმეტად მაღალი ან დაბალი თვითშეფასება აქვთ.
          ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბების ერთ-ერთი მეთოდი თვითრეფლექსიის ბარათების შევსებაა.
          📍 ჩვენი, მასწავლებლების, როლი სწორი შეკითხვების მოფიქრებაა, რომელიც მათ პასუხებამდე მიიყვანს.
          📍 რაც უფრო ადრეულ ასაკში ჩამოუყალიბდება მოსწავლეს საკუთარი ქცევის შეფასებისა და ანალიზის უნარი, ცხადია, ეს დადებითად აისახება როგორც მისი ქცევის, ასევე, აკადემიური უნარების გაუმჯობესებაზე.
          📍 მეორეკლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გამოიყენეს თვითშეფასების ბარათები (ვარსკვლავების საშუალებით შეაფასეს, რამდენად მისაღები იყო თავიანთი ქცევა საგაკვეთილო პროცესში და რას ურჩევდენ საკუთარ თავებს).
          📍აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
          📌 ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ჩვენი შედეგების გაუმჯობესება. 📌
           
        • მეტი
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 05.02.2024 09:36
        • 🎓 II კლასი
          📍 მეორეკლასელები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაეცნენ დონალდ ბისეტის მოთხრობას ,,შშშშ!…”
          📍 მოთხრობის დამუშავების შემდგომ, მოსწავლეებმა ისწავლეს, თუ როგორ იწერება წერილობითი ცნობა - განცხადება.
          📍 წარმოიდგინეს, რომ დაეკარგათ საყვარელი ნივთები და აი, ასე, განცხადების სახით მიაწოდეს ინფორმაცია საზოგადოებას.
           
        • მეტი