სიახლეები
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 02.12.2024 08:36
- III კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე თემატურად ისაუბრეს მათ წარმოსახვით მეგობრებზე.




"Imaginary friend" დავალება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი ემოციები, იყვნენ მეტად კრეატიულები და პერსონაჟების დახასიათებისას გამოიყენონ შესწავლილი ფრაზები/წინადადებები და სწორი სტრუქტურები.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 02.12.2024 08:34
- ინგლისური
I კლასი

მოსწავლეებმა უკვე იციან ფერები და რიცხვები, ამიტომაც სახალისო დავალებით შეაჯამეს მიღებული ცოდნა.
განვლილი მასალის გახსენებასთან ერთად ივითარებენ მოტორიკას და კონცენტრაციის უნარს.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 02.12.2024 08:32
II კლასი - პერსონაჟის რუკა
მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრებისთვის მნიშვნელოვანია პერსონაჟის რუკის შექმნა.
მეორეკლასელბმა სწორედ ამ მეთოდით დაახასიათეს მუხრან მაჭავარიანის ლექსის ,,მზექალა და თინა” მთავარი პერსონაჟი - თინა.
აქტივობა ხელს უწყობს: ტექსტში პერსონაჟის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძებნას, გააზრებასა და დასკვნების გამოტანას, არგუმენტირებისა და პერსონაჟის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვის უნარების განვითარებას.
- მეტი
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია
- 02.12.2024 08:27
25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კამპანია ხორციელდება 
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან აქტივიზმში, ჩაერთო სკოლა “ერუდიტიც”.

წლევანდელი თემაა: „ყოველ 10 წუთში ერთხელ ქალს კლავენ. გაერთიანდით ქალების მიმართ ძალადობის დასასრულებლად”
აღნიშნულ თემაზე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის და მოქალაქეობის მასწავლებლის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხებით:
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე (25 ნოემბერი)-ისტორია, თარიღის მნიშვნელობა;
სტატისტიკა, პრობლემის იდენტიფიცირება- სად და რატომ არის დისბალანსი?
ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს;
XXI საუკუნე -დღევანდელი სიტუაცია და ცვლილებები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით;
აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების პრეზენტაციები;
შეხვედრა იყო ინტერაქტიული. წარიმართა დისკუსიის რეჟიმში, რომელშიც ჩაერთნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები;
მომხსენებლები: IX კლასის მოსწავლე ბარბარე ბოხაშვილი;
Xკლასის მოსწავლეები - ირინა ცქიტიშვილი და კესო ლეგაშვილი;
ილუსტრაციებზე იმუშავეს:Xკლასის მოსწავლე ნინი სიჭინავამ და IXკლასის მოსწავლე ელიზაბედ ძოწენიძემ;
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 02.12.2024 08:24
- V კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?!."
ნაწარმოების უკეთ გასაცნობიერებლად იმუშავეს და შეასრულეს მრავალფეროვანი აქტივობები:
შეადგინეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
ჩამოწერეს ცალკეული თემების გეგმა.
ნაწარმოების მიხედვით დახატეს მათთვის საინტერესო ეპიზოდები და შექმნეს ""მოთხრობის რუკა".
დაბოლოს უყურეს მხატრულ ფილმს"იავნანამ რა ჰქმნა?!" , იმსჯელეს წაკითხულსა და ნანახზე, გამოხატეს ემოციები .
- მეტი