სიახლეები

        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "მეგობრობა"
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "მეგობრობა"

        • 29.11.2024 10:36
        • 🎓 II კლასი - დამრიგებლის საათი
          📚 სადამრიგებლო თემა: მეგობრობა
          🖇️ მოსწავლეებმა ისაუბრეს მეგობრობაზე, - როგორი უნდა იყოს მეგობარი.
          🤔 დაფიქრდნენ, ცხოველებსაც შეუძლიათ თუ არა მეგობრობა, რომლის უკეთ გააზრებისთვის, წაიკითხეს მორის ფოცხიშვილის ლექსი ,,მეგობრობა” (არაპროგრამული).
          ❓უპასუხეს მთავარ კითხვას - არის თუ არა მეგობრობა სკოლაში და პირადი გამოცდილებიდან მოიყვანეს მაგალითები.
          ✍️ პრაქტიკულ ნაწილში კი, მეგობრებს დაუწერეს ის სიტყვები, რაც ყველაზე მეტად უნდოდათ, რომ ეთქვათ და ერთმანეთს ასე გაუთბეს გულები.
          ☝️აქტივობა ხელს უწყობს თანაკლასელებს შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.
           
        • მეტი
        • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 26.11.2024 09:00
        • ტანგრამი არის თავსატეხი, რომელიც შედგება 7 გეომეტრიული ფიგურისგან🔺️🟩
          📌მათი გარკვეული წესის დალაგების შედეგად მიიღება უფრო რთული ფიგურები, რომლებიც გამოსახავენ ადამიანებს, ცხოველებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ასოებს, ციფრებს და ა.შ.
          🐕🐈🦆⛵✈️🎄
          📌მე-3 კლასის მოსწავლეებმა გამოჭრეს ტანგრამის ფიგურები და შეადგინეს სხვადასხვა საგნები✂️🗓🖍
          📌აქტივობის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ვიზუალურ-სიმბოლური აზროვნება, წარმოსახვა, ყურადღება, კომბინატორული უნარები, ფერის, ზომისა და ფორმის აღქმა.
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 22.11.2024 07:11
        • 🎓 IV კლასი
          📚ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა წაიკითხეს დერეკ მანსონის მოთხრობა ,,მტრის ნამცხვარი” (არაპროგრამული); ისაუბრეს ტექსტის მთავარ სათქმელზე; პრაქტიკულ ნაწილში კი იმუშავეს ტესტებზე, რომლებიც ღია და დახურული კითხვებისგან შედგებოდა.
          📍აღნიშნული მოთხრობა და ტესტი მოცემულია PIRLS-ში, რომელიც წიგნიერების საერთაშორისო შედარებითი კვლევაა და მისი შედეგები შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ, რამდენად კარგად ახერხებენ საქართველოში მცხოვრები მეოთხეკლასელი მოსწავლეები, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსწავლეებთან შედარებით, მხატვრული და საინფორმაციო ტექსტების კითხვასა და წაკითხულის გააზრებას.
          🖇️ მოსწავლეებმა აღნიშნულ აქტივობას, რომელიც მათთვის სიახლე იყო, წარმატებით გაართვეს თავი.
          .
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 20.11.2024 08:23
        • IV კლასი
          ინგლისური ენა
          "Prepositions of place"🔙🔛🔝
          ⭕️ მოსწავლეებმა გრამატიკული ასპექტის სახალისოდ შესასწავლად უკვე კარგად ნაცად ხერხს-სიმღერას მიმართეს.
          ⭕️ გარდა იმისა, რომ მარტივად ამახსოვრდებათ კონკრეტული საკითხი, რიტმული სამუშაო ხელს უწყობს უცხო ენაზე სწორად და სწრაფად მეტყველებასაც.
           
        • მეტი
        • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
        • III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე

        • 20.11.2024 07:37
        • 🎓III კლასი
          ✅ინგლისური ენა
          "Kim's song"🎶🎤🎙
          🎤რა უნდა გააკეთოთ, მაშინ, როცა მოსასმენ დავალებაში სიმღერით გიხსნიან დიდი მოცულობის ტექსტს?
          🎤რა თქმა უნდა, სიმღერითვე ვსწავლობთ და ამასობაში, გვავიწყდება მოცულობაც და სიტყვების დამახსოვრების სირთულეები. 📚🎶
           
        • მეტი