სიახლეები

        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 29.03.2024 11:04
        • ✅ხახუნის ძალას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბუნებასა და ტექნიკაში. 📍ხახუნი შეიძლება სასარგებლოც იყოს და საზიანოც, როდესაც ის სასარგებლოა ცდილობენ მის გაძლიერებას, ხოლო როცა საზიანოა-შესუსტებას. 🎓VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე ლაბორატორიულად გამოიკვლიეს როგორაა დამოკიდებული სრიალის ხახუნის ძალა სიმძიმის ძალაზე, ზედაპირის დამუშავების ხარისხზე და ფართობზე. 📝მათ უკვე შეუძლიათ ფიზიკის გაკვეთილზე მიღებული ცოდნა დაუკავშირონ სხვადასხვა საქმიანობის სფეროს და ყოველდღიურობას.
           
        • მეტი
        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
        • VIII კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე

        • 29.03.2024 10:50
        • ✅სკოლა „ერუდიტის“ ერთ-ერთი მიზანია დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებად, რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს. 📍 ეკოლოგიური პრობლემები გლობალური პრობლემებია, ამასთან დაკავშირებით VIII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი: „სათბურის პროექტი“.
          📝 მოსწავლეებმა გააანალიზეს: რა მოხდება თუ დათბობა გაგრძელდება, რა პრობლემას უქმნის გლობალური დათბობა კაცობრიობას, 🔹რატომ შეიძლება მისი შედეგები კატასტროფული იყოს, 🔸რა შესაძლო გზები და ხერხები არსებობს მისი თავიდან ასაცილებლად. ✅დაასაბუთეს კვლევის აუცილებლობა და ნაშრომი წარმოადგინეს კლასის წინაშე.
           
        • მეტი
        • სტუმრად ხელოვნების სასახლეში -  საგანმანათლებლო პროგრამა - "ეროვნული სამოსის ისტორია“
        • სტუმრად ხელოვნების სასახლეში - საგანმანათლებლო პროგრამა - "ეროვნული სამოსის ისტორია“

        • 28.03.2024 11:52
        • ⚜️ სკოლა “ერუდიტის” V-VI კლასის მოსწავლეები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ და გაეცნენ საგანმანათლებლო პროგრამას - "ეროვნული სამოსის ისტორია“ 📜
          ✅ პროგრამის მიზანია მოსწავლეები დაინტერესდნენ ქართული კულტურით, ხელოვნებითა და ისტორიით.
          ✅ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასახლის სამუზეუმო დარბაზები და გაეცნენ ქართული სამოსის საუკუნოვან ისტორიას.
          ⚜️ პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებმა შექმნეს საკუთარი თვალით აღქმული ქართველ მეფეთა და დედოფალთა ტანისამოსების ნიმუშები.📜
           
        • მეტი
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
        • IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

        • 28.03.2024 11:43
        • 🎓 IVკლასი
          ✅ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს მწერალ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები"თევზაობა"(ნაწყვეტი მოთხრობიდან "კუკარაჩა").
          ☑️მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.
          🔸ერთმა ჯგუფმა განსაზღვრა მოთხრობის პერსონაჟის (პატარა ბიჭის) დანაშაული მისი პასუხისმგებლობა და ის თუ რა სასჯელს იმსახურებს იგი.
          🔹მეორე ჯგუფმა გაითვალისწინა ბავშვისთვის კონვენციით მინიჭებული უფლებები და დაიცვა იგი. მოიძიეს ტექსტში ბიჭის გამამართლებელი ფაქტები. ✅მოსწავლეებმა გაითავისეს,რომ კანონს ყველა უნდა ემორჩილებოდეს.
           
        • მეტი