სიახლეები

        • შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“
        • შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“

        • 05.12.2023 08:43
        • ✅სკოლის დირექციის და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლაში იმართება შეხვედრები სკოლის კურსდამთავრებულებთან - ეგიდით „მე ერუდიტელი ვარ“.
          📜პირველი შეხვედრა გაიმართა 17 ნოემბერს,
          2013 წლის სკოლის კურსდამთავრებულ
          ხელოვნებათმცოდნე - ანა დედაბრიშვილთან.
          📍შეხვედრაზე ანამ ისაუბრა თუ, როგორ უნდა დავგეგმოთ კარიერა, მოსწავლეებს მისცა საინტერესო და პრაქტიკული რჩევები, როგორ შევარჩიოთ პროფესია.
          ✔️ასევე ისაუბრა, როგორ შეიძლება გააკეთო ტრანსფერი ერთი სფეროდან მეორეში როცა არ მოგწონთ სადაც ახლა ხარ.
          ✅მსგავსი შეხვედრები წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომელსაც პერიოდულად გაგაცნობთ.
           
        • მეტი
        • VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში
        • VIII კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალება მათემატიკაში

        • 05.12.2023 08:42
        • 🎓VIII კლასი
          ✅ცნებების შესწავლის დროს ეფექტიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გრაფიკების გამოყენება. 📊ინფორმაციის გრაფიკულად წარმოდგენა საშუალებას გვაძლებს, შევკვეცოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია, გრაფიკი წარმატებით გამოიყენება რთული მასალის ახსნის დროსაც, როდესაც არ ვართ დარწმუნებული, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მასალა. 🔸 შესაძლოა, მათ სწორად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, არცთუ ცუდად შეავსეს ტესტიც, მაგრამ „არადამაჯერებლად“ გამოიყურებიან მასალის არასათანადოდ გააზრების გამო.🔹 გრაფიკი თავად წარმოადგენს გააზრების ინსტრუმენტს, აზუსტებს ცნების არსს, თვალსაჩინოს ხდის ცნების შინაარსსა და სტურქტურას, ავითარებს ლოგიკას.
          📍VIII კლასში გაკვეთილების დანიშნულებაც ესაა – ასწავლოს მოსწავლეებს გააზრება.
           
        • მეტი
        • III კლასის მოსწავლეები ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე

        • 05.12.2023 08:38
        • 🎓 III კლასი
          📍 მოსწავლეებმა ქართული ენის გაკვეთილზე გამოიყენეს კითხვის ეფექტური მეთოდი - ,,ცხელი სკამი”.
          📍 თავი მოთხრობის ,,გაიზრდები და დაგავიწყდება” პერსონაჟებად წარმოიდგინეს (დედა, გიორგი, თედო, გოლა), მოკალათდნენ კლასის შუაში ,,ცხელ სკამზე” და უპასუხეს თანაკლასელების მიერ დასმულ შეკითხვებს.
          📍 ზემოთ აღნიშნული აქტივობა ავითარებს შემოქმედებით, არტისტულ და კრიტიკულ აზროვნებას.
           
        • მეტი
        • ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში.
        • ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში.

        • 05.12.2023 08:37
        • VI კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ინტეგრირებული გაკვეთილი, ბუნებისმეტყველებასა და ინგლისურ ენაში.
          📌მოსწავლეებმა ისაუბრეს კახეთის ადგილმდებარეობაზე, მის ისტორიაზე, კულტურულ ძეგლებზე და ტურისტულ პოტენციალზე.
          📌 განიხილეს კახეთი ,,Wellness " ტურიზმის ჭრილში.
          📌ასევე, შეადარეს მსოფლიო ველნეს ტურიზმის გამოცდილება კახეთის ტურისტული განვითარების პოტენციალს.
          📌პრეზენტაციის თემის სიღრმისეულად გასაცნობად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნილოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა და ასოცირებულმა პროფესორმა- ლალი მიქელაძემ წაიკითხა ლექცია, თემაზე : ,,ტურიზმი, კახეთი და ველნეს ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში".
           
        • მეტი