XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია თემაზე: “წარმატებული მეწარმის პორტრეტი”
- 01.11.2024 13:19
სამეწარმეო უნარების განვითარება და ინიციატივების წახალისება ჩვენი სკოლის საერთო კულტურის ნაწილია; რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ინოვაციური იდეების დაგეგმვას, განვითარებასა და განხორციელებას.
XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი “წარმატებული მეწარმის პორტრეტი”
ისაუბრეს მეწარმეობის როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში;
გაეცნენ და დაამუშავეს ცნობილი წარმატებული მეწარმეების ბიოგრაფიები და პროფესიული განვითარების გზები;
ჩამოაყალიბეს “წარმატების ფორმულა”;
გამოკვეთეს ყველა მნიშვნელოვანი თვისება და უნარი, რაც დაეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში.
მიზანდასახულობა; სტრატეგია; ლიდერობა; გუნდურობა; ინოვაცია; ასერტულობა; დაუღალავი შრომა; მიზნისკენ სწრაფვა, უწყვეტი განვითარება და სხვ.
- მეტი
სტუმრად ხელოვნების სასახლეში
- 01.11.2024 13:07
პირველ კლასელები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ.
დაათვალიერეს სასახლე და მასში განთავსებული
უამრავი ძვირფასი ნივთი.
მოისმინეს პრეზენტაცია მარიონეტების შესახებ და დაამზადეს საკუთარი მარიონეტი - “პინოქიო”.
პირველმა გასვლითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეები ბედნიერი ემოციებით სავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 01.11.2024 08:11
I კლასი
ინგლისური ენის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს თემაზე- ,,Be nice"
მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა სიტუაციები და მონიშნეს რომელი მათგანი იყო სწორი/არასწორი.
დაამზადეს თითის მინიატურული პერსონაჟები (Finger puppets) და გაითამაშეს მცირე სცენები.
აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სწორად შეაფასონ ყოველდღიური ქცევები და გაიუმჯობესონ უცხო ენაზე სასაუბრო უნარები.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 31.10.2024 12:09
II კლასი
აქტივობის ბარათები კითხვისა და წერის სწავლებისათვის
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმუშავეს ზემოთ აღნიშნულ ბარათებზე, რომლებიც ავითარებს შემდეგ უნარებს:
ფონოლოგიურს;
ლექსიკურ მარაგს;
წერას;
კითხვას;
გრამატიკას;
გაგება-გააზრებას.
- მეტი
X კლასის მოსწავლეები გეოგრაფიის გაკვეთილზე
- 30.10.2024 08:07
X კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე შეასრულეს შემაჯამებელი დავალება თემაზე: “მსოფლიო ქვეყნების დემოგრაფიული მდგომარეობის ანალიზი სქესობრივ ასაკობრივი პირამიდის გამოყენებით”.
დაახასიათეს ქვეყნების მდებარეობა,
კლიმატი,
დემოგრაფიული მდგომარეობა,
იმსჯელეს რა როლი აქვს ქვეყნის განვითარებისთვის მოსახლეობის რაოდენობას და სქესობრივ ასაკობრივ განაწილებას.
- მეტი