• თვითმმართველობის არჩევნები
        • თვითმმართველობის არჩევნები

        • 18.10.2024 13:17
        • 🔶სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა. 🔶მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ IX კლასის მოსწავლე ანასტასია მეტრეველი, IX კლასის მოსწავლე ანა გეორბელიძე და X კლასის მოსწავლე კესო ლეგაშვილი.
          ✅ მოსწავლეთა არჩევანით 2024-2025 სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას უხელმძღვანელებს IX კლასის მოსწავლე ანა გეორბელიძე. 🎉🎉🎉
          ✅ვულოცავთ ანას თვითმმართველობის თავჯდომარეობას! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
        • მეტი
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "ჩემი კლასი ჩემი ოჯახი"
        • სადამრიგებლო საათი თემაზე: "ჩემი კლასი ჩემი ოჯახი"

        • 18.10.2024 12:29
        • 🎓 II კლასი
          📍სადამრიგებლო საათის თემა - ჩემი კლასი ჩემი ოჯახი
          🎙️ მეორეკლასელებმა სადამრიგებლო საათზე ისაუბრეს კლასზე, როგორც ოჯახზე; ჩამოწერეს კლასში მოქცევის წესები; დაწერეს, რატომ არის მათი კლასი გამორჩეული და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს; მოიფიქრეს კლასის ჰიმნი და შექმნეს პორტრეტი.
          📍გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კლასში კომფორტულად, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი; იზრუნონ ერთმანეთზე, როგორც ოჯახის წევრებზე; გაითავისონ და დაიცვან კლასში მოქცევის წესები; გამოხატონ პირადი დამოკიდებულება კლასის მიმართ.
           
        • მეტი
        • VIII კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია  ფიზიკის გაკვეთილზე
        • VIII კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ფიზიკის გაკვეთილზე

        • 17.10.2024 08:56
        • ✅ გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა.
          📜თაობათა ცვლის შედეგად ცნობიერება გარემოს მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, მუდმივად საჭიროებს ამაღლებას. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ესგ-ს პრიორიტეტული თემა - გარემოს მდგრადი განვითარება- განვახორციელოთ როგორც სასკოლო პროექტი. 📝ერთ-ერთი ღონისძიება ჩატარდა VIII კლასში ფიზიკის გაკვეთილზე; 📍კლასი დაიყო ჯგუფებად, ჯგუფებმა აირჩიეს ენერგიის სასურველი ფორმა, მაგ: ატომური ელექტროსადგურის მხარდამჭერი ენერგეტიკოსები, ქარის, ჰესის, თესის ელექტროსადგურის მხარდამჭერები და ა.შ. „ენერგეტიკოსთა“ ამოცანა იყო კომისიის დარწმუნება მათ მიერ მხარდაჭერილი ენერგიის წყაროს განვითარებაში ჩაიდოს ინვესტირება;
          🎓მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები , პლაკატები, თითოეული ენერგიის წყაროს დადებით და უარყოფით მხარეებზე და თავად დაინახეს ამგვარი ანალიზის მნიშვნელობა.
           
        • მეტი
        • I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
        • I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე

        • 15.10.2024 13:33
        • 📌პირველი კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე, საგნების ურთიერთგანლაგების აღწერისას შესაბამისი ტერმინების ადეკვატურ გამოყენებასთან დაკავშირებით შეასრულეს დავალება/ნახატი "ჩემი ეზო". 🏡
          📌დახატეს მათი სასურველი ეზო,🌟 განალაგეს სხვადასხვა ობიექტები (სახლი, ღობე, ხეები, გზა, ტრანსპორტი, შინაური ცხოველები , ფრინველები და ა.შ ) 🏠🐕🐈‍⬛🐦🌳🌷🚑🛴
          📌მათი მდებარეობა მეორე საგანთან მიმართებაში აღწერეს სიტყვების გამოყენებით : წინ, უკან, გვერდით, მარჯვნივ, მარცხნივ, გარეთ, შიგნით.
        • მეტი
        • V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
        • V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში

        • 15.10.2024 12:39
        • ✅V კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს მწერალ რევაზ ინანიშვილის მოთხრობა"მირანდუხტი". 📝მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეაფასეს პერსონაჟების ხასიათი. 📜🖋
          📝თითოეულმა მოსწავლემ პრეზენტაციის სახით წარადგინა საკუთარი ნამუშევარი.
          💻აქვე მოიძიეს ინფორმაცია თუ როგორ შეიქმნა ნაძალადევის რაიონი თბილისში და რატომ დაერქვა ამ უბანს "ნახალოვკა",სადაც მთავარი პერსონაჟი ცხოვრობდა. 📌გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა ,ახსნა და შეფასება.
           
        • მეტი