• ინოვაციური პროექტი ინგლისურ ენაში ,Role Play’’ თემაზე ,,Talk Show’’
        • ინოვაციური პროექტი ინგლისურ ენაში ,Role Play’’ თემაზე ,,Talk Show’’

        • 15.11.2024 12:44
        • ✅ XI კლასის მოსწავლეების კომპლექსური დავალების ფარგლებში შესრულებული ,,Role Play’’ თემაზე ,,Talk Show’’ იყო ინოვაციური პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ოთხივე უნარის: მოსმენის, საუბრის, კითხვის და წერით უნარების ინტეგრაციას. 🖊️პროექტის განმავლობაში, თითოეულმა მოსწავლემ გამოავლინა შესანიშნავი უნარი, გააზრებულად და ნათლად გამოეხატა საკუთარი აზრები.
          📝 როლური თამაშის დროს მოსწავლეებმა თანასწორობით და კონსტრუქციული მიდგომით იმუშავეს, რაც ნათლად აჩვენებს მათ შორის არსებული თანამშრომლობის ხარისხს. ✅დავალების პროცესში მოსწავლეებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ენის სტრუქტურების და ლექსიკის მრავალფეროვნების გამოყენება რეალურ სიტუაციებში.
        • მეტი
        • თემა: Colours, actions, and directions
        • თემა: Colours, actions, and directions

        • 15.11.2024 12:39
        • I კლასი
          თემა: Colours, actions, and directions
          📖📚📙
          მოსწავლეები საგაკვეთილო თემის მიხედვით შეისწავლიან ფერებს. 🟢🔵🟣🟤🟠🟡
          ფერებთან ერთად, მიმართულებებს და სახალისო აქტივობითი მოქმედებებით განიმტკიცებენ ცოდნას, ივითარებენ მოტორულ უნარებს და იუმჯობესებენ განწყობას ➡️⬅️🔙🔝
           
        • მეტი
        •  სწორი კვების თეფში
        • სწორი კვების თეფში

        • 15.11.2024 12:20
        • 🎓 III კლასი - სწორი კვების თეფში
          📚მოსწავლეებმა მოთხრობის ,,მაიას ყვავილები” გაცნობის შემდეგ გაიაზრეს, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის დროულად დაძინებასთან ერთად, სწორად კვებაც აუცილებელია.
          📝 ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით, ინტერნეტში მოიძიეს ,,სწორი კვების თეფში” და წარადგინეს პრეზენტაციები.
          ❕მოსწავლეებს სიამოვნებას ანიჭებთ პირადი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ამიტომაც ,,ვსწავლობთ და ვასწავლით თანატოლებს”.
           
        • მეტი
        • თვითრეფლექსიის ბარათები
        • თვითრეფლექსიის ბარათები

        • 15.11.2024 12:15
        • IV კლასი - თვითრეფლექსიის ბარათები
          📝 თვითრეფლექსია თვითშეფასების ამაღლების საუკეთესო გზაა.
          💭 ფიქრების ძალაზე ჩვენ ბევრი გვსმენია, თუმცა მოსწავლეებს, ალბათ, - ნაკლებად.
          ✍️ აღნიშნული აქტივობა კი მათაც უბიძგებს, უკეთ დააფასონ თავიანთი შესაძლებლობები; მასწავლებლებს კი, თავის მხრივ, ეხმარებათ მოსწავლეების უკეთ შეცნობაში.
          🖇️ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი თვითშეფასების მქონე მოსწავლეები მაღალი აკადემიური მიღწევებით გამოირჩევიან.
           
        • მეტი