სიახლეები
11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!
- 17.02.2025 10:43
- 11 თებერვალი მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეა!
2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა.
ამ დღის მთავარი მიზანია მეცნიერი ქალების წახალისება და თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა განათლებისა თუ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით სკოლა “ერუდიტის” მოქალაქეობის მასწავლებლის მარიამ ლომიძის ინიციატივით IX კლასის მოსწავლეებმა ბარბარე ბოხაშვილმა, ანასტასია მეტრეველმა და ანა თამარაშვილმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე “ნიჭს არ აქვს სქესი”;
პრეზენტაციისას ისაუბრეს:
- რა როლი აქვს განათლებას ქალთა გაძლიერებაში?
-მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე;
-ცნობილი ქალი მეცნიერების ბიოგრაფიებზე და მათ მიღწევებზე;
-შეხვედრა დასრულდა შემეცნებითი თამაშით.
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 17.02.2025 10:39
- V კლასის მოსწავლეებს ინგლისური ენის გაკვეთილზე, დავალება მივეცით.
კარგად დაფიქრებულიყვნენ და დაესვათ კითხვები, რომელზე პასუხებიც დიდი ხანია აინტერესებთ.
მოსწავლეებმა დაასახელეს კითხვები. ვიმსჯელეთ და მათვე მივანდეთ პასუხების მოძიება.
პროექტის განმავლობაში თემებზე მუშაობა საკმაოდ სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა.
მოსწავლეებმა განივითარეს წერის, კითხვის, დამოუკიდებლად მასალის მოძიების და დამუშავება/დახარისხების უნარები.
რაც ყველაზე მთავარია, პროექტის დასასრულს, ყველა დასმულ კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხები.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 17.02.2025 10:38
II კლასი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
საგაკვეთილო საკითხი: მოთხრობა ,,თოჯინა”
რუბრიკა: ,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ”
აქტივობა: მოსწავლეებმა სახლში მოძიებული ნივთებით გააკეთეს სათამაშოები, საკლასო ოთახში მოაწყეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა და პრეზენტაცია.
აქტივობის მიზანი: შემოქმედებითი და პრეზენტაციის უნარების განვითარება/გაუმჯობესება.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები მუსიკის გაკვეთილზე
- 17.02.2025 10:35
- III კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შეისწავლეს:
სანოტო სისტემა,ჟერადობები და ბგერების ხანგრძლივობა
დაიწყეს ნოტების წერა და კითხვა.
ნოტების შესწავლა მუსიკალურ სამყაროში შესაბიჯებლად პირველი ეტაპია და მოსწავლეებმა ეს ეტაპი წარმატებით გაიარეს
- მეტი
შექმენი შენი საქართველო.
- 12.02.2025 08:16
შექმენი შენი საქართველო.
პირველი კლასის მოსწავლეებმა თავად შექმნეს საქართველოს რუკა.
ჩამოთვალეს საქართველოს კუთხეები, შემოხაზეს რუკაზე და გააფერადეს.
ნახეს საინტერესო ვიდეო მასალა და გაიგეს მეტი, ქვეყნის მრავალფეროვნების შესახებ.
- მეტი