სიახლეები
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე
- 07.02.2025 10:54
- "იკითხე ხმამაღლა ,შეცვალე მსოფლიო!"
მეექვსე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ "წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი" მიძღვნილ კვირეულში.
ხმამაღლა წაიკითხეს ეზოპეს დიდი სიბრძნის პატარა იგავები.
მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
- მეტი
X კლასის მოსწავლეები ფიზიკის გაკვეთილზე
- 06.02.2025 12:29
X კლასში უკვე კლასიკური ელექტროდინამიკის საფუძვლების შესწავლა დავიწყეთ;
ელექტრულ მუხტებს შორის ურთიერთქმედებასა და ელექტრული ველის ზემოქმედებას ჩვენ მარტივი წრედის საშუალებით დავაკვირდით;
მოსწავლეებმა დახაზეს ელექტრული სქემები და
შესაბამისი სქემები ააწყვეს ელექტრული ხელსაწყოების საშუალებით.
საგანი: ფიზიკა
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 06.02.2025 12:16
- მეხუთე კლასი
⚘️
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეები გაეცნენ ილია ჭავჭავაძის მოთხრობას "ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილს"და ლექსს"მტრის ძლევას".
იმსჯელეს და ისაუბრეს ვაჟკაცობაზე.ზოგს რომ ვაჟკაცობა სხვისი დაჩაგვრა ჰგონია.. .დადებითად შეაფასეს ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის საქციელი.
დაბოლოს მოიძიეს და შეადგინეს პოსტერი.ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ.
გაკვეთილის მიზანია:მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ,ახსნა და შეფასება.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 03.02.2025 08:20
რა გასაჭირში შეიძლება აღმოჩნდნენ ასოები
მეორეკლასელებმა, ლექსის ,,ასოების გასაჭირი” გაცნობის შემდეგ, მოირგეს ასოების როლები და წარმოიდგინეს, როგორ გადმოსცემდნენ ამბავს, მათ რომ საუბარი შეეძლოთ.
ბავშვებს უყვართ სახალისო ისტორიების გამოგონება, მათზე საუბარი და მსჯელობა, რომელიც წარმოსახვის უნარის განვითარების ხელშეწყობაა.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 31.01.2025 09:37
- IV კლასი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეებმა წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა ,,ზამთრის ზღაპარი”.
შეასრულეს ჯგუფური სამუშაო - მელიას პირით გადმოსცეს მთავარი ამბავი, მისი განცდები, ფიქრები…
აქტივობა ხელს უწყობს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ჯგუფური მუშაობა კი სწავლების ეფექტური სტრატეგიაა, რომელიც მოსწავლეთა შორის თანამშრომლობასა და სოციალიზაციას ზრდის.
- მეტი