სიახლეები
დედამიწის დღეს გილოცავთ!
- 23.04.2024 09:18
- მეტი
IV კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 23.04.2024 09:13
IV კლასი მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს ლეილა ბეროშვილის მოთხრობა "ფეფოს დაბრუნება".
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში.
გაამხნევეს კიდობანში ჩამძვრალი ფეფო. გამოიგონეს ფეფოს მისამართი.
შეადგინეს მოკლე შეტყობინების ტექსტი
გაიხსენეს ,თუ როგორ იწერება წერილი და ახალ მეგობარ ფეფოს მისწერეს წერილი.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა. ტექსტის თემის და /ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.
- მეტი
XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია გეოგრაფიაში
- 18.04.2024 10:06
XI კლასის მოსწავლეებმა გეოგრაფიის გაკვეთილზე შეაჯამეს, განიხილეს და პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს ევროპული ქვეყნების განვითარების დონე და დონის დასადგენი კრიტერიუმები.
იმსჯელეს გლობალიზაციის, ჯანდაცვის და განათლების როლზე ქვეყნის წარმატებაში.
განიხილეს შესაბამისი ქვეყნების მაგალითები.
- მეტი
სტუმრად მოზარდმაყურებელთა თეატრში
- 17.04.2024 12:13
- IV და V კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს.
მოსწავლეებმა ნახეს სპექტაკლი "წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი".
წარმოდგენა სადაც ამბავი არავერბალური პლასტიკისა და მუსიკის საშუალებითაა მოთხრობილი,მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 16.04.2024 10:46
I კლასი - ,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ”
მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე გაეცნენ ტექსტს ,,წითელი და მწვანე”.
საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ისწავლეს და გაითამაშეს ქუჩაში მოძრაობის წესები, - მოირგეს შუქნიშნის, პოლიციელისა და ფეხით მოსიარულეს როლები (შუქნიშანი აჩვენებს ფერს, პოლიციელი ბრძანებას იძლევა, მოსიარულე ასრულებს ბრძანებას).
თამაშით სწავლება ხელს უწყობს შემოქმედებითი და გუნდური უნარების განვითარებას, მობილიზებასა და ლოგიკური კავშირების დამყარებას კონკრეტული საკითხის მიმართ. ამასთანავე, საინტერესოსა და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.
- მეტი