სიახლეები
VII კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე
- 12.04.2024 11:36
VII კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე: ცხოველური ორგანიზმების განვითარების მრავალფეროვნება ევოლუციური გზით ,უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმებიდან ( ტიპი მოლუსკები, ტიპი ფეხსახსრიანები) ტიპი ხერხემლიანები (ამფიბიები,ქვეწარმავლების ) ჩათვლით.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ამ ცხოველთა მრავალფეროვნების ევოლუციური განვითარების შესახებ.
ევოლუციური განვითარების მთავარი სამიზნე იყო ,სასუნთქი და საყრდენ -მამოძრავებელი სისტემის თანდათნობი განვითარება მარტივიდან რთულისაკენ.
- მეტი
ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ბუნებისმეტყველებაში
- 12.04.2024 11:35
- ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ბუნებისმეტყველებაში, როგორც ინფორმაციული ასევე, საინტერესო აღმოჩნდა V კლასის მოსწავლეებისთვის.
მათ წარადგინეს პრეზენტაციები თემაზე ,,Natural disaster-სტიქიური უბედურება".
მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა სტიქიური მოვლენები, მათი გამომწვევი მიზეზები და მათთან გამკლავების გზები.
პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
- მეტი
IX კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე
- 11.04.2024 11:36
IX კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე წარმოადინეს პრეზენტაციები თემებზე: მამაკაცის და ქალის რეპროდუქციული სისტემები.
მოსწავლეებმა ისაუბრეს და განიხილეს შემდეგი თემები:
მამაკაცის და ქალის სასქესო ჰორმონები.
ორსულობა როგორც,ფიზიოლოგიური პროცესი. ფეხმძიმობის სამივე ტრიმესტრის აღწერა და მასთან დაკავშირებული ცვლილებები დედის ორგანიზმში.
ნაადრევი ქორწინება. მისგან გამოწვეული პრობლემების სტატისტიკა(როგორც საციალური ,ისე ფიზიოლოგიური.)
გარე ორსულობა. მისი პრევენცია. თანამედროვე მედიცინის მიღწევები, ამ პრობლემის გადასაწყვეტად.
ხელოვნური განაყოფიერება.
უშვილობა. უშვილობის დაძლევის გზები, პრევენცია და სტატისტიკა.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები,დაავადებები. მათთან ბრძოლის თანამედროვე სიახლეები მედიცინაში.(სგგი:ათაშანგი,ქლამიდიოზი,გონორეა,ტრიქომონიაზი,ჰერპესი, პაპილომა ვირუსი, სოკოვანი ინფექციები,აივ-ინფექცია )
პროსტატა.
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე
- 11.04.2024 11:32
V კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე წარმოადგინეს პროექტი თემაზე: "კოსმოსი".
მოსწავლეებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე :
კოსმოსი /როგორც დიდი წესრიგი გალაქტიკების უკიდეგანო სიმრავლეზე;
მზის სისტემა;
დედამიწა და მისი ხელოვნური თუ ბუნებრივი თანამგზავრები.
მზის და მთვარის დაბნელება როგორც მოვლენა.
შავი ხვრელი.
აბასთუმნის ობსერვატორია.
ყველაზე დიდი გალაქტიკა სომბრეროსი.
ვარსვკლავების აღწერა ტემპერატურის და ნათების მიხედვით.
მოსწავლეებმა პროექტი მოძიებული მასალით და ნახატებით წარმოადგინეს.
- მეტი
9 აპრილი და მისი გმირები
- 08.04.2024 12:30
- ✅სკოლაში გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „ 9 აპრილი და მისი გმირები“. 🌷🌷🌷 ✔️ გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი მოვლენები და ამ მოვლენების განვითარების ქრონოლოგია.
#მადლობათავისუფლებისთვის
პედაგოგი: იოსებ ქეთელაური - მეტი