სიახლეები
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 08.04.2024 10:30
- ჩვენთვის კარგად ნაცნობია კეთებით სწავლების პრინციპები. თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ვიზუალური მასალების გამოყენებას სასწავლო პროცესში.
ამიტომაც ,III კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის გაკვეთილზე ისაუბრეს თემაზე ,,Home sweet home".
მათ თავად დაამზადეს სახლის მაკეტი, ძირითადი შემადგენელი ოთახების დეტალური აღწერებით.
დაამუშავეს შესაბამისი უცხო სიტყვები და დაურთეს მაკეტს
ისაუბრეს მათთვის საყვარელ ოთახზე, დახატეს და კლასს წარუდგინეს.
გაკვეთილი სახალისო, საინტერესო და ადვილად აღსაქმელი გახდა მათთვის.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 08.04.2024 10:21
- I კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ინგლისური ანბანის ყველა ასო და კითხვის ეტაპზე გადასვლა მრავალფეროვანი აქტივობებით აღვნიშნეთ.
მათ უკვე შეუძლიათ მცირე ზომის სიტყვების დამარცვლა და კითხვა.
მათი წერა,აღქმა და თარგმნა.
მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეებს უმარტივებს კითხვის პროცესს.
უვითარებს გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარებს.
- მეტი
V კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ქართულ ენასა და ლიტერატურაში
- 04.04.2024 10:44
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შეისწავლეს და შეაჯამეს თავი"სახელოვანი წინაპრები":
"ვახტანგ მეფე"-შოთა ნიშნიანიძე
"თამარის დროშა გაშალეს"-გრიგოლ ორბელიანი,
"ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი"-ილია ჭავჭავაძე,
"მტრის ძლევა",...
მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, შეადგინეს პოსტერი და შექმნეს "პერსონაჟების რუკა".
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულებების გამოხატვა და ტექსტის თემის შეფასება.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 03.04.2024 13:35
,,ვთამაშობთ და ვსწავლობთ”
პირველკლასელებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ისწავლეს მოთხრობა ,,დილა ჩვენს ეზოში”.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა შექმნეს გამაფრთხილებელი აბრა - ,,ბუნებას უნდა მოვუაროთ”.
ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას.
მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებსა და ჯგუფებში, რაც თანამშრომლობითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
- მეტი
იმიტირებული სასამართლო პროცესი
- 01.04.2024 10:58
IV კლასი
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა შეისწავლეს ნუგზარ შატაიძის მოთხრობა(ძველი თქმულების მიხედვით) "მართლმსაჯულების ზარი".
მოსწავლეებმა პედაგოგის ხელმძღვანელობით ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი.
განიხილეს საქმე: რა უნდა მიესაჯოს მდიდარ კაცს,(შეურჩიეს სახელი და გვარი) რომელმაც ცხენი დაბერების შემდეგ სახლიდან გააგდო?!
გამართეს დისკუსია, იმსჯელეს ,იფიქრეს არა მარტო დამნაშავის დასჯაზე ,ასევე დაჩაგრულის გამოსარჩლებაზე.
გამოთქვეს ვარაუდები და მდიდარ კაცს გამოუტანეს საბოლოო განაჩენი.
გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა, ახსნა და შეფასება.
- მეტი