სიახლეები
კითხვის საათი
- 10.10.2025 10:52
კითხვის საათი:
-პეპი წავიკითხოთ???

-იეეეეეეეს!!!
ყველაზე დიდი გამარჯვებაა, როცა მოსწავლეებს კითხვა უხარიათ.
ll ა კლასი
- მეტი
:"კითხვის საათი-კრეატიული წერა".
- 10.10.2025 10:50
- მესამე კლასი



საგანი :"კითხვის საათი-კრეატიული წერა".


თემა:
"ბედნიერი ვარ როცა..."
მესამე კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს მოცემული წინადადება და შექმნეს პატარა ტექტები.
გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გახდა.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 10.10.2025 10:48
II კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე შექმნეს სასწავლო რესურსი : "ორნიშნა რიცხვების " პოსტერი 
, 
, 
, 
, 
.
აქტივობის მიზანი: ორნიშნა რიცხვების ამოცნობა, წაკითხვა, ჩაწერა.
- მეტი
IV კლასის მოსწავლეები საგან მე და საზოგადოების გაკვეთილზე
- 10.10.2025 10:46
კლასი: მე-4
საგანი: მე და საზოგადოება
აქტივობა: მოსწავლეებმა იმუშავეს განათლების მნიშვნელობაზე.
გაიაზრეს თავიანთი ძლიერი მხარეები.
შედეგად, მოტივაცია გაუღრმავდათ წარმატებისკენ.
- მეტი
საგანმანათლებლო ღონისძიება სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით
- 10.10.2025 10:42
- სკოლა „ერუდიტში“ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიება. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ელენე ბახიამ და ისტორიის პედაგოგმა სანდრო ცუცქირიძემ მოსწავლეებს წარუდგინეს ინფორმაციული პრეზენტაციები.
ახალგაზრდებმა მოისმინეს როგორც ისტორიული ფაქტები, ისე ამ თემაზე შექმნილი ლიტერატურული ნიმუშები. მათ შორის იყო ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“, გურამ ოდიშარიას „სოხუმში დაბრუნება“, მურმან ლებანიძისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები, აგრეთვე ესპანელი პოეტის ხუან ფრან ნუნიეს პარენიოს ლექსი აფხაზეთზე.
ღონისძიების მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ქვეყნისადმი სიყვარულის გაძლიერება.


- მეტი