სიახლეები
V კლასის მოსწავლეები ბუნების გაკვეთილზე
- 19.05.2025 11:01
მეხუთე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი მიუძღვნეს საქართველოს ერთ-ერთ ისტორიულ კუთხეს — აჭარას.
ისინი გაეცნენ აჭარის გეოგრაფიულ მდებარეობას და მის ისტორიას. მიღებული ცოდნის საფუძველზე დაგეგმეს მოგზაურობის მარშრუტები, სადაც ჩამოაყალიბეს, რა ადგილებს მოინახულებდნენ და რას დაათვალიერებდნენ.
პროექტმა გააღრმავა მოსწავლეების სიყვარული საქართველოს ისტორიული კუთხეების მიმართ და განავითარა მათი შემოქმედებითი და პრაქტიკული აზროვნება.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 19.05.2025 10:59
- კლასი-III
საგანი-ინგლისური ენა
თემა-Days if the week/months
მოსწავლეებმა შეაჯამეს საგაკვეთილო თემები:
თვეები
კვირის დღეები
წელიწადის დროები
დაამზადეს კალენდრები,რომლებიც მათთვის გამორჩეული თარიღებით შეავსეს.
მოცემული აქტივობა საშუალებას აძლევს მათ მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, განივითარონ წერითი უნარები და განიმტკიცონ ლექსიკური მარაგი.
- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი
- 19.05.2025 10:57
სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი
ზოგჯერ გარემო გვავალდებულებს, რომ სულ ბედნიერები, მხიარულები და ლაღები ვიყოთ. სინამდვილეში კი, დღის მანძილზე უამრავ ემოციას ვგრძნობთ და ეს ბუნებრივია.
სადამრიგებლო საათზე II კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს აქტივობა: სკოლა - ჩვენი ემოციების სახლი.
აქტივობის აღწერა:
გონებრივი იერიში - რა ემოციები გვაქვს ხოლმე ადამიანებს? თქვენ რა ემოციებს განიცდით სკოლაში დღის მანძილზე? რა ფერია თითოეული ემოცია?
მოსწავლეებმა იმსჯელეს ემოციების გამომწვევ მიზეზებში, გაიხსენეს როგორც თავიანთი გამოცდილება, ასევე გამოთქვეს ვარაუდებიც, მაგალითად, რამ შეიძლება გაგვაბრაზოს სკოლაში?
დაასახელეს ემოციები, რომელთაც ყველაზე ხშირად გრძნობენ სკოლაში;
ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაეხმარონ ერთმანეთს.
ამ აქტივობით მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ:
- შიში, ბრაზი, იმედგაცრუება, მოწყენილობა, სიხარული, ბედნიერება, შიმშილი - ყველა ემოცია მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ვგრძნობთ, რატომ ვგრძნობთ და როგორ შეიძლება ვიგრძოთ თავი სხვანაირად.
მოსწავლეებმა ამოჭრეს წიგნის სანიშნეები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს (რჩევები, როგორ გავაკონტროლოთ ემოციები).
აქტივობა ეხმარება მასწავლებელსაც, მოსწავლეების ემოციების გაგებასა და მხარდაჭერაში.
- მეტი
V კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 19.05.2025 10:50
- კლასი: მეხუთე
საგანი :ქართული ენა და ლიტერატურა
აქტივობა:გვიამბე შენს ზღაპარში.
მოსწავლეები გაეცნენ გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებს:"პატარა დინოზავრს "და "პეპელას". ამოირჩიეს პირობა და მასზე დაყრდნობით შექმნეს საკუთარი ზღაპარი.
დასასრული უჩვეულო და დასამახსოვრებელი,რომ ყოფილიყო დაამზადეს კუბიკი,სადაც თითო გვერდზე დაწერეს შეკითხვა.
მოსწავლეები გააგორებდნენ კუბიკს და პასუხობდნენ მოცემულ კითხვას.გაკვეთილი სახალისო და საინტერესო გახდა.
- მეტი
ტრენინგი „IRT Tests Creators“
- 19.05.2025 10:48
1-11 აპრილის ჩათვლით, სკოლა „ერუდიტის“ ხარისხის მართვის მენეჯერი, ირმა ლორია, ესწრებოდა ტრენინგს „IRT Tests Creators“. ტრენინგის მიზანი იყო თანამედროვე თეორიის (IRT) გამოყენებით, ეროვნული შეფასებების ფარგლებში დავალებების შექმნა.
ტრენინგს ხელმძღვანელობდა ამერიკელი განათლების ექსპერტი, ედუარდო კასკალარი (Eduardo Cascallar), რომელიც ცნობილია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე მუშაობით.
მონაწილეებმა შეისწავლეს:
როგორ შექმნან დავალებები, რომლებიც შეესაბამება სტატისტიკურ მოდელს,
როგორ დაიცვან ტესტის სპეციფიკაციებით განსაზღვრული თითოეული დავალების სირთულის და კოგნიტური დონის პარამეტრები,
როგორ უზრუნველყონ სანდო და ვალიდური შეფასება,
დავალების მახასიათებლების (3PL) საშუალებით: სირთულე (b), დისკრიმინაცია (a), გამოცნობა (c).- მეტი