სიახლეები
დედის დღე როგორ უნდა ვიზეიმოთ დედების გარეშე?
- 20.03.2025 09:23
დედის დღე როგორ უნდა ვიზეიმოთ დედების გარეშე?!
სკოლა ,,ერუდიტის” II კლასის მოსწავლეებმა თავიანთ საკლასო ოთახში მოიწვიეს დედიკოები.
შეხვედრა ატარებდა ,,workshop”-ის ხასიათს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ბავშვებიც და მშობლებიც.
აქტივობები:
ასოციაციური რუკა (შვილის მხრიდან დედის დახასიათება);
სამოტივაციო ფრაზა (დედის მოფიქრებული ფრაზა, რომლითაც შვილი იგრძნობს მის მხარდაჭერას);
კითხვარი (იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად იცნობენ მშობლები შვილებს);
ვოდეორგოლი (ახალშობილი მოსწავლეების ფოტოები დედიკოებთან);
ლექსები;
თვალახვეულ მდგომარეობაში გამოცნობა (დედური ინტუიციით შვილის გამოცნობა);
სიმღერა (დედაზე);
დაჯილდოება (მადლობის სიგელები მშობლებსა და დირექციას).
🧑🧒 ღიმილთან ერთად, იყო ცრემლებიც…
შეხვედრას ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები - ქალბატონი ქეთევან ჯანუაშვილი და ქალბატონი ირმა ლორია.
- მეტი
II კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 20.03.2025 09:18
II კლასი
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
აქტივობა: ტესტი
მიზანი: მოსწავლეების ლექსიკური მარაგის გაღრმავება, რათა მარტივად არ დაავიწყდეთ ნასწავლი სიტყვები.
მსგავსი ტიპის დავალებებით მოსწავლეები გამოიმუშავებენ ტესტირებებთან დაკავშირებულ სტრესის დაძლევის უნარებს და იღებენ გამოცდილებას.
- მეტი
პროექტ “თებერვლის გაკვეთილების” წარმატებული დასასრული!
- 20.03.2025 09:14
- პროექტ “თებერვლის გაკვეთილების” წარმატებული დასასრული!
ისტორიული მეხსიერება საზოგადოებრივი მეხსიერების ნაწილია და ის უნდა იყოს უწყვეტი…. ეს ბერკეტი განათლების ხელშია!
მადლობა: პროექტის აქტიურ მონაწილე მოსწავლეებს და მასწავლებლებს!Mariam Lomidzeელენე ბახიასანდრო ცუცქირიძე.
#სასკოლოკლუბებისასოციაცია-ს
#თავისუფელბა #თანასწორობა #ისტორიულიწარსული
#მომავალიჩვენსხელშია - მეტი
IV კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 20.03.2025 09:13
- ინგლისური ენის გაკვეთილზე IV კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს კომპლექსური დავალება, სადაც ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
Great Britain
The Union Jack
Buckingham Palace
The Royal Family
Queen Elisabeth II
მოსწავლეებმა დავალების შესრულების პროცესში გამოიყენეს ინფორმაციის მოპოვების ალტერნატიული გზები.
განიხილეს, გაარჩიეს და დაამუშავეს წარსადგენი პრეზენტაციის ტექსტი
შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია და ქრონოლოგიურად დაალაგეს.
- მეტი
VI კლასის მოსწავლეები საგან "ჩვენი საქართველოს" გაკვეთილზე
- 27.02.2025 09:44
VI კლასის მოსწავლეებმა საგან ჩვენ საქართველოში შეასრულეს დამოუკიდებელი პრაქტიკული სამუშაო.
სხვადასხვა კუთხის გეოგრაფიული მდებარეობის და ბუნების შესწავლის შემდეგ იმუშავეს საქართველოს კონტურულ რუკებზე, დამოუკიდებლად აღნიშნეს კუთხეებში მდებარე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები.
- მეტი