მთავარი გვერდი
I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 21.10.2024 12:29
ბავშვობის ყველაზე ლამაზ მოგონებაში, აუცილებლად იქნება 1 გამორჩეული სათამაშო, რომელიც ძალიან გვიყვარდა. ხომ ასეა? 


I კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე შეისწავლიან სათამაშოებს, მათ შესატყვისებს და ამიტომაც, საყვარელი სათამაშოების მოყვანა ვთხოვეთ მათ ახალ საზოგადოებაში წარსადგენად.
მოსწავლეებმა უცხო სიტყვების გამოყენებით დაახასიათეს ისინი.
თქვენ რომელი სათამაშო გახსენდებათ? გაგვიზიარეთ
- მეტი
თვითმმართველობის არჩევნები
- 18.10.2024 13:17
სკოლაში დასრულდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების პროცესი დემოკრატიული პრინციპების დაცვით წარიმართა.
მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარეობის კანდიდატებად კენჭს იყრიდნენ IX კლასის მოსწავლე ანასტასია მეტრეველი, IX კლასის მოსწავლე ანა გეორბელიძე და X კლასის მოსწავლე კესო ლეგაშვილი.
მოსწავლეთა არჩევანით 2024-2025 სასწავლო წელს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას უხელმძღვანელებს IX კლასის მოსწავლე ანა გეორბელიძე. 


ვულოცავთ ანას თვითმმართველობის თავჯდომარეობას! წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო და შემოქმედებით სასწავლო წელს ვუსურვებთ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას.- მეტი
სადამრიგებლო საათი თემაზე: "ჩემი კლასი ჩემი ოჯახი"
- 18.10.2024 12:29
II კლასი
სადამრიგებლო საათის თემა - ჩემი კლასი ჩემი ოჯახი
მეორეკლასელებმა სადამრიგებლო საათზე ისაუბრეს კლასზე, როგორც ოჯახზე; ჩამოწერეს კლასში მოქცევის წესები; დაწერეს, რატომ არის მათი კლასი გამორჩეული და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს; მოიფიქრეს კლასის ჰიმნი და შექმნეს პორტრეტი.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა კლასში კომფორტულად, მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი; იზრუნონ ერთმანეთზე, როგორც ოჯახის წევრებზე; გაითავისონ და დაიცვან კლასში მოქცევის წესები; გამოხატონ პირადი დამოკიდებულება კლასის მიმართ.
- მეტი
VIII კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია ფიზიკის გაკვეთილზე
- 17.10.2024 08:56
გარემოსდაცვითი კულტურის ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართულობის ზრდა.
თაობათა ცვლის შედეგად ცნობიერება გარემოს მდგრადი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, მუდმივად საჭიროებს ამაღლებას. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ესგ-ს პრიორიტეტული თემა - გარემოს მდგრადი განვითარება- განვახორციელოთ როგორც სასკოლო პროექტი.
ერთ-ერთი ღონისძიება ჩატარდა VIII კლასში ფიზიკის გაკვეთილზე;
კლასი დაიყო ჯგუფებად, ჯგუფებმა აირჩიეს ენერგიის სასურველი ფორმა, მაგ: ატომური ელექტროსადგურის მხარდამჭერი ენერგეტიკოსები, ქარის, ჰესის, თესის ელექტროსადგურის მხარდამჭერები და ა.შ. „ენერგეტიკოსთა“ ამოცანა იყო კომისიის დარწმუნება მათ მიერ მხარდაჭერილი ენერგიის წყაროს განვითარებაში ჩაიდოს ინვესტირება;
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები , პლაკატები, თითოეული ენერგიის წყაროს დადებით და უარყოფით მხარეებზე და თავად დაინახეს ამგვარი ანალიზის მნიშვნელობა.
- მეტი
I კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე
- 15.10.2024 13:33
პირველი კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე, საგნების ურთიერთგანლაგების აღწერისას შესაბამისი ტერმინების ადეკვატურ გამოყენებასთან დაკავშირებით შეასრულეს დავალება/ნახატი "ჩემი ეზო". 
დახატეს მათი სასურველი ეზო,
განალაგეს სხვადასხვა ობიექტები (სახლი, ღობე, ხეები, გზა, ტრანსპორტი, შინაური ცხოველები , ფრინველები და ა.შ ) 







მათი მდებარეობა მეორე საგანთან მიმართებაში აღწერეს სიტყვების გამოყენებით : წინ, უკან, გვერდით, მარჯვნივ, მარცხნივ, გარეთ, შიგნით.- მეტი
ზარის დროები
სამშაბათი 07/04/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად