მთავარი გვერდი
III კლასის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე
- 04.11.2024 10:15
III კლასი
აქტივობის ბარათები კითხვისა და წერის სწავლებისათვის
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მოსწავლეებმა იმუშავეს ზემოთ აღნიშნულ ბარათებზე, რომლებიც ავითარებს შემდეგ უნარებს:
ფონოლოგიურს;
ლექსიკურ მარაგს;
წერას;
კითხვას;
გრამატიკას;
გაგება-გააზრებას.
- მეტი
ინტეგრირებული გაკვეთილი სამყაროს შემეცნებასა და ინგლისურ ენაში.
- 04.11.2024 07:35
- ინტეგრირებული გაკვეთილი
სამყაროს შემეცნება-ინგლისური ენა
I კლასი
მოსწავლეებმა ისაუბრეს დინოზავრების წარმოშობაზე, მათ ნაირსახეობებზე, გადაშენებასა და ჩვენამდე შემორჩენილ არტეფაქტებზე.
შეასრულეს სხვადასხვა დავალებები. დაამზადეს ფაზლები, გააფერადეს და შეაჯამეს მიღებული ინფორმაცია.
ასევე შეასრულეს ,,DINO DANCE"- დინოზავრების ცეკვა და განასახიერეს ისინი.
- მეტი
III კლასის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე
- 04.11.2024 07:14
და ვინ თქვა, რომ ინგლისური ენის გრამატიკა მოსაწყენია?
III კლასის მოსწავლეები ასე ნამდვილად არ ფიქრობენ.
პირის ნაცვალსახელების შესწავლა გემზე გაშლილი იალქნებით და მასზე დატანილი ინფორმაციებით გაიმარტივეს.
- მეტი
XI კლასის მოსწავლეების პრეზენტაცია თემაზე: “წარმატებული მეწარმის პორტრეტი”
- 01.11.2024 13:19
სამეწარმეო უნარების განვითარება და ინიციატივების წახალისება ჩვენი სკოლის საერთო კულტურის ნაწილია; რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ინოვაციური იდეების დაგეგმვას, განვითარებასა და განხორციელებას. 

XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი “წარმატებული მეწარმის პორტრეტი”
ისაუბრეს მეწარმეობის როლზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ჭრილში;
გაეცნენ და დაამუშავეს ცნობილი წარმატებული მეწარმეების ბიოგრაფიები და პროფესიული განვითარების გზები;
ჩამოაყალიბეს “წარმატების ფორმულა”;
გამოკვეთეს ყველა მნიშვნელოვანი თვისება და უნარი, რაც დაეხმარება ადამიანს წარმატების მიღწევაში.
მიზანდასახულობა; სტრატეგია; ლიდერობა; გუნდურობა; ინოვაცია; ასერტულობა; დაუღალავი შრომა; მიზნისკენ სწრაფვა, უწყვეტი განვითარება და სხვ.
- მეტი
სტუმრად ხელოვნების სასახლეში
- 01.11.2024 13:07
პირველ კლასელები ხელოვნების სასახლეს ესტუმრნენ.
დაათვალიერეს სასახლე და მასში განთავსებული
უამრავი ძვირფასი ნივთი.
მოისმინეს პრეზენტაცია მარიონეტების შესახებ და დაამზადეს საკუთარი მარიონეტი - “პინოქიო”.
პირველმა გასვლითმა ღონისძიებამ წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეები ბედნიერი ემოციებით სავსენი დაბრუნდნენ სკოლაში.
- მეტი
ზარის დროები
პარასკევი 17/07/2026კალენდარი
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად
ფოტო გალერეა
- ჯერ არ არის მონაცემები გამოსაჩენად